ფრიდონ ინჯიას კითხვები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს

📍 ფრიდონ ინჯიას კითხვები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს.

🕙 საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში თეა ახვლედიანს მოუსმინეს.

🔷 „პირველ რიგში მე მინდა ზოგიერთი ჩვენი კოლეგის გასაგონად განვაცხადო, რომ ჩვენ საქმე გვაქვს შერიგების მინისტრთან და არა ომის მინისტრთან. შესაბამისად, აქ უნდა ვიმსჯელოთ იქიდან გამომდინარე, თუ რა კეთდება შერიგების თვალსაზრისით.

🔷რა გარემოებები განაპირობებს შერიგების პროცესის გაუმჯობესებას? ეს იქნება სამედიცინო დახმარება, უფასო სწავლება, პასპორტიზაცია, ერთობლივი პროექტები, ერთჯერადი დაფინანსებები. რა პარამეტრებია საჭირო იმ საქმისთვის, რომ შერიგების მიმართულებით მართლაც გადაიდგას ქმედითი ნაბიჯი?

🔷 იქიდან გამომდინარე, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ანუ საქართველოა, მიგაჩნიათ თუ არა თქვენ, რომ იქ მცხოვრები მოქალაქეები, 1993 წლამდე დაბადებულები და მას შემდეგაც დაბადებულები, არიან საქართველოს მოქალაქეები? და თუ ეს ასეა, როგორ ხდება მათთვის საქართველოს მოქალაქის სტატუსის ოფიციალურად დაბრუნება, მათივე მოთხოვნის საფუძველზე?

🔷 ვფიქრობ, ამ პროცესს ხელს უშლიან გარკვეული ძალები, გარკვეული ქვეყნები იმიტომ, რომ ეს მათ ინტერესებში არ შედის, თუმცა, ეს საქართველოს ინტერსებშია, რომ მათ დაუბრუნდეთ საქართველოს მოქალაქის სტატუსი.

🔷რა კეთდება იმისთვის, რომ მომზადდეს სატელევიზიო გადაცემები, რომელიც ასახავს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს, სადაც შეიძლება ვაჩვენოთ, თუ რა და ვინ უშლის ხელს შერიგების პროცესს, მათ შორის ის ოპოზიციონერები, რომლებიც თვით აფხაზეთში არიან.

🔷 რა კეთდება ამ მიმართულებით? შესაძლოა, თქვენ გაქვთ რაღაც პროექტები… მე მიმაჩნია, რომ შერიგების მიმართულებით ეს უმნიშვნელოვანესი იქნება“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*