ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადასაწყვეტად, რასაც ქვეყნის გაერთიანება ჰქვია, უალტერნატივო და აუცილებელია პირდაპირი დიალოგის დაწყება

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადასაწყვეტად, რასაც ქვეყნის გაერთიანება ჰქვია, უალტერნატივო და აუცილებელია პირდაპირი დიალოგის დაწყება.

🔷 ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პოლიტიკური დებატების“ ფორმატში განაცხადა.

🔷 „როგორც წესი, თამამად ვაცხადებ ჩემს ხედვას და ვფიქრობ, რომ საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი გაიზიარებს და თვითონ გააკეთებს დასკვნას, თუ რა არის უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის, ქართველების გადასარჩენად და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არსებობისთვის.

🔷 მე პირადად გამომიცდია, თუ რა დიდი ზეწოლაა ადამიანზე, რომელიც თავისი ქვეყნის წინსვლისთვის და კეთილდღეობისთვის დგამს ნაბიჯებს.

🔷 ახლა მინდა გაგახსენოთ, თუ როგორი იყო ვითარება 2008 წლამდე. ამ პერიოდამდე მე არ მახსოვს, რომ ადამიანებს იტაცებდნენ, ან ცეცხლს უხსნიდნენ ვინმეს.

🔷 წარმოგიდგენიათ, 2008 წლიდან რამდენი ჩვენი მოქალაქე დაიღუპა და რამდენს გაუხსნეს ცეცხლი.

🔷 ვინ მოიტანა ეს ყველაფერი? ვინ მოიტანა ეს მდგომარეობა. რაც ეხლა ხდება გამყოფ ზოლთან?
ვინ გაყო ხაზი?

🔷 ვინ გააუქმა ავტობუსების მოძრაობა თბილისი, ონი, ცხინვალის გავლით?

🔷 ვინ დააშორა საქართველოს ეს ძირძველი მიწები, მისი სოფლები, ქალაქები?

🔷 ვინ გადასცა შეიარაღება, ტექნიკა… სწორედ ამისთვის ჩვენ ვითხოვთ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

🔷 სამძიმარს ვუცხადებ როგორც თამაზ გინტურის ოჯახს, ისე მთლიანად საქართველოს თავისი შვილის დაღუპვასთან დაკავშირებით.

🔷 მოკლულ იქნა კაცი, რომელიც საყდარში სალოცავად შევიდა. როგორ და რა დროს ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავის მიწაზე უიარაღო კაცი საყდარში შევიდა სალოცავად და ნაცვლად იმისა, რომ ხანდაზმული ჩვენი მოქალაქე სახლამდე მიეცილებინათ, ის მოკლეს საოკუპაციო ძალებმა.

🔷 ამ შემთხვევაში რა მიმაჩნია სწორად? როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაქცია, ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯები?

🔷 ჩვენ უნდა დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი. პირდაპირ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. 30 წელია ჩვენ რეზოლუციების, აღშფოთებების, მოწოდებების რეჟიმში ვართ და ნაბიჯი არ გადადგმულა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადასაწყვეტად, რასაც ქვეყნის გაერთიანება ჰქვია.

🔷 არ გავაკეთებთ ამას? არ დავიწყებთ პირდაპირ დიალოგს? მსგავსი შემთხვევები, ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ კიდევ შეიძლება მოხდეს. ვინ აგებს ამაზე პასუხს? კვლავ რეზოლუციებით და შეშფოთებებით გავაგრძელებთ ცხოვრებას?“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან მიმართებაში ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა.

🔷 „და ბოლოს, სამსახურეობრივი დანაშაულის კასკადი, რომელსაც სჩადის საქართველოს პრეზიდენტი… როდემდე უნდა გაგრძელდეს მისი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველ ხალხს და შეურაცხყოფას აყენებს მსოფლიოში ყველა პარამეტრით და მაჩვენებლით ერთ-ერთი ზესახელმწიფოს პირველ პირს.

🔷 ვწუხვარ, და როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე ბოდიშს ვუხდი ჩინელ ხალხს, რადგანაც სი ძინპინი ჩინელი ხალხის რჩეულია“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*