ფრიდონ ინჯიას შეკითხვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს


📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან გიორგი მსხილაძისგან მოითხოვა კონკრეტული ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონზე დადებული ვეტოს თაობაზე, რომელიც ფარულ მოსმენა-მიყურადების საკითხს შეეხება.

🔹 „კანონი მიღებულია, ვეტო დადებულია და პარლამენტარებს აინტერესებთ, თუ რატომ იქნა დადებული ვეტო. კონკრეტულად რომელ მუხლებს ეხება ეს და რა არის, ამაში ჩადებული, რატომ იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. მე ძალიან მინდა ბატონო გიორგი, რომ თქვენი გამოსვლა იყოს კონკრეტული და მოგვაწოდოთ კონკრეტული ინფორმაცია, თუ რომელ მუხლებზეა საუბარი. იქმნება ასეთი შთაბეჭდილება, რომ არის ასეთი მიდგომა – მინდა ვეტო დავადო და დავადე. ასე იკვეთება იმ გამოსვლიდან გამომდინარე, რომელიც თქვენ გქონდათ დღეს კომიტეტის სხდომაზე. ეს გამოსვლა იყო ყველაფერზე და არაფერზე.“

🔹 „ჩვენი ამოცანაა, გავიგოთ ვეტოს დადების მიზეზები. თუ შესაძლებელია გამოვასწოროთ გარკვეული საკითხები, ან მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“.- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*