ფრიდონ ინჯია – დარწმუნებული ვარ, რომ ევროპარლამენტში მოიძებნებიან ისეთი პრინციპული და ობიექტური პარლამენტარები, რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში იტყვიან სიმართლეს, რომელიც ერთადერთია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

📍 „დარწმუნებული ვარ, რომ ევროპარლამენტში მოიძებნებიან ისეთი პრინციპული და ობიექტური პარლამენტარები, რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში იტყვიან სიმართლეს, რომელიც ერთადერთია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“.

🔷 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ბრიუსელში, ევროპარლამენტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარებთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

🔷„დიდი მადლობა ჩვენს კოლეგებს, ევროპარლამენტარებს, მემარცხენე ფრთის წარმომადგენლებს, რომლებმაც ჩვენ მოგვიწვიეს ევროპარლამენტში. მადლობა მათ იმისთვის, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან გავაგებინოთ საქართველოს ხმა“, – განაცხადა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს თვალსაჩინოა ქვეყნის წინსვლა და ეს პირველ რიგში, არის უწყვეტი მშვიდობა და ეკონომიკური მიღწევები.

🔷 „ჩვენ ვხედავთ იმ მიღწევებს, რა მიღწევებიც დღეს არის საქართველოში. პირველ რიგში, ეს არის მშვიდობა და მშვიდობის ბაზაზე დიდი ეკონომიური წინსვლა. საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოს მთავრობას შეეძლო უფრო მეტიც გაეკეთებინა, ვიდრე მან აქამდე გააკეთა, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში ჩვენ მიგვაჩნია სახელმწიფოს საშინაო საქმედ. ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკისა და ქმედითი ნაბიჯების დამსახურებაა ის ფაქტი, რომ საქართველო, როგორც ყოველთვის კავკასიის რეგიონში, ახლაც მოწინავე და პირველი ქვეყანაა როგორც დემოკრატიის გზაზე, ასევე ეკონომიკური მიღწევებით.

🔷 ქვეყანამ შეძლო რეფორმების გატარება. რომ არა ეს რეფორმები და სწორი საგარეო პოლიტიკა, ქვეყანას არ ექნებოდა 7% -ზე მეტი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რასაც ვერ ვიტყვით მსოფლიოში ბევრ მოწინავე და განვითარებულ ქვეყანაზე“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატის განცხადებით, ქართველ ხალხის სურვილია ევროპულ ოჯახში გაწევრიანება და ევროპული ღირებულებების გაზიარება და ამას ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს.

🔷 „საქართველო უფრო მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე ის ქვეყნები, რომელსაც უფრო ადრე მიანიჭეს ეს სტატუსი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოწინააღმდეგეები ჰყავს და პირველ რიგში, ესენი არიან საქართველოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დასაბრუნებლად, რომელიც 2012 წლამდე იყო. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს არ გამოვა. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპარლამენტში მოიძებნებიან ისეთი პრინციპული და ობიექტური პარლამენტარები, როგორებიც არიან ჩვენი კოლეგები მიკ ვოლასი და კლერ დეილი, რომლებიც იტყვიან სიმართლეს, რომელიც ერთადერთია. ეს არის მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა დემოკრატიის გზაზე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს. ის იდეები, ის მიმართულება რაც ჩვენს კოლეგებს აქვთ, ეს ქვეყნისა და ევროპის გადარჩენაა. მე დარწმუნებული ვარ რომ შემდეგ პარალმენტში უფრო მეტი მემარცხენეები ფრთის წარმომადგენელი დეპუტატები იქნებიან“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 როგორც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ „ევროპელ სოციალისტებს“ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის ხმა არ მიუცია, უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლება აირჩია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, რაც უდავოდ პატივისცემას იმსახურებს.

🔷 „ჩვენ „ევროპელ სოციალისტებს“ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლებისთვის ხმა არ მიგვიცია, მაგრამ ხელისუფლება აირჩია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ. ამიტომ, ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ხელისუფლებას და ბოლო სამი წლის განმავლობაში დავრწმუნდით, რომ ისინი იმსახურებენ ქვეყნის სათავეში ყოფნას და მიმაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობამ სწორი არჩევანი გააკეთა.

🔷 ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, სიმართლეს თვალებში შევხედოთ და გამოვიყენოთ ეს მაღალი ტრიბუნა. მტკიცედ განვაცხადოთ, რომ საქართველო თავისი ხელისუფლებით, იმსახურებს იყოს ევროპის დიდ ოჯახში და ამისთვის გაიაროს ეს მნიშვნელოვანი ეტაპი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*