ფრიდონ ინჯია და პოლიტიკური ჯგუფის წევრები მხარს დაუჭერენ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია ქვეყნის მთავარი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია და ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პოლიტიკური ჯგუფის წევრები მხარს დაუჭერენ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია ქვეყნის მთავარი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია და ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

👉 ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „რუსთავი-2″- თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

🔷„თუ საკონსტიტუციო სასამარლომ დაადგინა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, და ეს საკითხი დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, მაშინ ჩვენი გუნდი პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს. პრეზიდენტმა თვითონ აღიარა, რომ დაარღვია კონსტიტუცია. ასე რომ, აქ ახალი არაფერი არ იქნება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის აზრით, იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა გარკვეული ადგილი დაიკავოს საზოგადოებაში, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თვითონ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*