ფრიდონ ინჯია: დიდი მონაპოვარი იყო შარლ მიშელის მემორანდუმი, სადაც გაწერილი იყო ის ვალდებულებები როგორც უმრავლესობის მხრიდან, ასევე, უმცირესობის მხრიდან

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ მონაწილეობა მიიღო ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე – „ოპოზიციის უფლებები და მოვალეობები პარლამენტში“.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელიც ეხება ოპოზიციის უფლებებსა და მოვალეობებს პარლამენტში. რაც შეეხება ჩვენს მუშაობას პარლამენტში, ჩვენ ვართ ის პირველი ოპოზიციური პარტია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება შემოსულიყო პარლამენტში და მონაწილეობა მიეღო მის მუშაობაში“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე თვლის, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა არ არის სწორი გადაწყვეტილება და ეს აზარალებს პირველ რიგში როგორც თვითონ პარტიას, ასევე ქვეყანას.

„რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ არის დაცული საპარლამენტო უფლებები საკანონმდებლო საქმიანობაში, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ დიდი მონაპოვარი იყო შარლ მიშელის მემორანდუმი, სადაც გაწერილი იყო ის ვალდებულებები როგორც უმრავლესობის მხრიდან, ასევე, უმცირესობის მხრიდან და უნდა გითხრათ, რომ პირველი კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, ეს იყო საარჩვენო კოდექსი, სადაც ჩემი აზრით, მაქსიმალურად არის დაცული უმცირესობის უფლებები. მსგავსი რევოლუციური საარჩევნო კანონმდებლობა აქამდე მიღებული ყოფილა და მე ვფიქრობ, რომ ამაში დიდი დამსახურებაა უმრავლესობის და მე ასევე, მადლობა მინდა გამოვხატო ვენეციის კომისიის მიმართ, რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია ჩვენ“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

რაც შეეხება საკითხს თუ როგორ არის დაცული პარლამენტში ოპოზიციის უფლებები, ფრიდონ ინჯია თვლის, რომ მნიშნელოვანია საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელ პოზიციებს ფლობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რაც ასევე აღნიშნულია შარლ მიშელის მემორანდუმში.

ამასთანავე, ფრიდონ ინჯიას აზრით, ოპოზიციის მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური რომ იყოს, იგი ასევე, უნდა იყოს წარმოდგენილი აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც.

„ოპოზიციის მუშაობა უფრო ეფექტური რომ იყოს, იგი უნდა იყოს წარმოდგენელი ასევე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში როგორც სამინისტროებში, ასევე მუნიციპალიტეტებში. რა თქმა უნდა, ოპოზიცია ამ შემთხვევაში არ იქნება უმრავლესობაში, მაგრამ სანამ იგი მოვა უმრავლესობაში, მისი უფლებები და შესაძლებლობები მეტად იქნება გათვალისწინებული და მეტად გამოიჩენს თავს რა ჭირდება მთავრობას, რა ჭირდება პარლამენტს. ამისათვის უნდა იყოს დაწესებული გარკვეული კვოტები ოპოზიციური პარტიებისთვის“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*