🔹 „ჩვენ ვერ ვასწავლით პრემიერ-მინისტრს, თუ რა უნდა იყოს პირდაპირი დიალოგის ძირითადი საკითხები“, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა პრეს-კონფერენციაზე, სადაც „ევროპელი სოციალისტების“ სახელით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე.
🔹 ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა, რაც გადაჭრას მოითხოვს.
🔹 „პრემიერ-მინისტრმა თვითონ იცის, თუ რა საკითხები იქნება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დროს. ამას ჩვენ პრემიერ-მინისტრს ვერ ვასწავლით. 30 წლის განმავლობაში იმდენი საკითხი დაგროვდა, რომელსაც ალბათ არ ეყოფა ერთი დღე. ჩვენ სულ ვცდილობთ შუამავლის მეშვეობით პრობლემების გადაჭრას, მაგრამ 30 წლის განმავლობაში, შუამავლის მეშვეობით არაფერი გაკეთებულა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
