ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოსვლასთან დაკავშირებით ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული ორი თემა. კერძოდ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება და მისი სამუშაო ვიზიტი ევროპაში

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოსვლასთან დაკავშირებით ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული ორი თემა. კერძოდ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება და მისი სამუშაო ვიზიტი ევროპაში. ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა იმსჯელეს საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში წლიური ანგარიშის მოხსენების თარიღთან დაკავშირებით.

🔹 „ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ევროპაში, მითუმეტეს ამ პერიოდში, იყო უმნიშვნელოვანესი. დარწმუნებული ვარ, გამგზავრებამდე მან გაიარა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, და შეადგინა შეხვედრების გეგმა. შესაბამისად, ჩვენ პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ევროპაში და მისი ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ ბიუროს სხდომაზე. მისი თქმით, თუ საჭირო იქნება და საჭიროდ ჩათვლის პარლამენტის თავმჯდომარე , რომ ამ საკითხებზე აუცილებლია შეხვედრა და მსჯელობა, „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფი ამისთვის მზად არის.

🔹 „პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული რეგლამენტის გათვალისწინებით. რაც შეეხება პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტს ევროპაში, მისი განხილვა შესაძლებელია ცალკე. ეს არის ჩემი ხედვა პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლასთან დაკვშირებით“ – დასძინა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*