ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ საქართველოს რკინიგზის მართვასთან მიმართებაში უნდა გაძლიერდეს ეკონომიკის სამინისტროს და უშუალოდ მინისტრის კონტროლი და პასუხისმგებლობა – მინისტრი უნდა ნიშნავდეს და ათავისუფლებს კიდეც რკინიგზის ხელმძღვანელობას

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ საქართველოს რკინიგზის მართვაში უნდა გაძლიერდეს ეკონომიკის სამინისტროს და უშუალოდ, მინისტრის კონტროლი და პასუხისმგებლობა. მინისტრი უნდა ნიშნავდეს რკინიგზის ხელმძღვანელობას და ათავისუფლებს კიდეც.

🔹 ხოლო, ის ამორფული სამეთვალყურეო საბჭოები, აიპიები, „ბორდები“ და გაბერილი ფუნქციონალური სტრუქტურები, უპირობოდ უნდა შეიცვალოს.

🔹 ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით წარდგა.

🔹 „ძალიან სასიამოვნო იყო ინფორმაცია, რომელიც თქვენ ბრძანეთ, ბატონო პრემიერო, რომ რკინიგზა მომგებიანი გახდა. მაგრამ 3 მილიონი? 3 მილიონი არ არის ის მოგება… ეს არაფერი არ არის. ეხლა ძალიან დიდი ტვირთი დაიძრა და ეს გამოვიყენოთ, როგორც ამას იყენებს თურქეთი, როგორც ამას იყენებს ისრაელი, აზერბაიჯანი, მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს. დაუქვემდებარეთ ეკონომიკის მინიტრს, გააუქმეთ სამეურვეო საბჭოები და „ბორდები“, რომლებიც ათეულ ათასობით თანხებს იღებენ. მოაშორეთ რკინიგზას ის შვილობილი კომპანიები, აიპები. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გული შეგტკივათ ქვეყანაზე და გააკეთეთ ეს. არავითარი „ბორდი“, რომელი „ბორდი“ ნიშნავს ეხლა რკინიგზის დირექტორს? გამაგებინეთ? თავს ვიტყუებთ? მიეცი უფლება და პასუხისმგებლობა მინისტრს. ვფიქრობ, ისინი ამას გააკეთებენ,“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*