ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით პირდაპირი დიალოგის დაწყება უალტერნატივოა

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით პირდაპირი დიალოგის დაწყება უალტერნატივოა.

🔷 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მთავარია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები დეოკუპაციის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რასთან დაკავშირებითაც რეზოლუციების მიღებას არავითარი შედეგი არ მოაქვს.

🔷 დეპუტატი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტს, რასაც საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის სიცოცხლე ემსხვერპლა.

🔷 პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა რეზოლუციის პროექტი წარმოადგინა, სადაც ისინი პარლამენტის მხრიდან მოითხოვენ რეზოლუციის მიღებას და დროულ რეაგირებას სოფელ კირბალის მიმდებარედ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

🔷 „სამწუხაროა ის ფაქტი, რაც მოხდა. მე ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს. ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ როდესაც ყოველწლიურად მოსახლეობა მცირდება, ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი, მნიშვნელოვანია.

🔷 დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი ამოცანაა ქვეყნის გაერთიანება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ 30 წლის განმავლობაში რამდენი რეზოლუცია ყოფილა მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე, მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოუტანია.

🔷 ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ რეზოლუციებს არ მოაქვს შედეგი და დავფიქრდეთ ესა თუ ის რეზოლუცია მომგებიანი იქნება თუ არა, ეს წაადგება თუ არა ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და ეს არ უნდა გავაკეთოთ ვინმეს საამებლად.

🔷 მე ვფიქრობ, რომ რეზოლუცია შეიძლება მიღებულ იქნას, მაგრამ მთავარია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები დეოკუპაციის და საქართველოს მიწების დასაბრუნებლად. ხოლო კონკრეტული ნაბიჯები ამისთვის, მიმაჩნია, რომ ეს არის დიალოგი. პირდაპირი დიალოგი და არა რეზოლუციები. 30 წელი ჩვენ რეზოლუციების დონეზე ვართ, მაგრამ შედეგი არ გვაქვს“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*