ფრიდონ ინჯია მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ უკრაინიდან ლტოლვილებისთვის საქართველოს სოფლებში გამოინახოს მიტოვებული სახლ-კარი, რომელიც მათ დროებით მფლობელობაში გადაეცემათ, რითაც ქართველი კაცი თავის ვალს მოიხდის

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ უკრაინიდან ლტოლვილებისთვის საქართველოს სოფლებში გამოინახოს მიტოვებული სახლ-კარი, რომელიც მათ დროებით მფლობელობაში გადაეცემათ, რითაც ქართველი კაცი თავის ვალს მოიხდის.
🔹 ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრს ოთარ შამუგიას მოუსმინეს.
🔹 ფრიდონ ინჯიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა ოთარ შამუგიას, თავის გუნდთან ერთად და სოფლების მუნიციპალიტეტების გვერდში დგომით სათავეში ჩაუდგეს ამ საქმეს.
🔹 „თითქმის ყველა სოფელში არის მიტოვებული სახლ-კარი. გავუწიოთ ლტოლვილებს უკრაინიდან დახმარება რითაც შეგვეძლება. ამით ჩვენ საქართველოს საქმესაც გავაკეთებთ. მიწები დამუშავდება, ხალხიც შეგვემატება და სოფელში ლამაზი უკრაინული ოჯახი იქნება, რომელსაც მთელი სოფელი მოუვლის. ასე გამაგრდებიან ისინი სოფლად და თუ ვერ გამაგრდებიან, ჩვენ ქართველი კაცის ვალს მაინც მოვიხდით, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამით კმაყოფილები იქნებიან. ასე იყო, ჩემო მეგობრებო, მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა იყო მძიმე პერიოდი, და უკრაინელების მთელი ჯგუფები ჩამოვიდა საქართველოში, რომლებსაც აფხაზეთში ავუშენეთ თეთრი (ე.წ. უკრაინული ხატა) სახლები და ისინი დღესაც იქ ცხოვრობენ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
🔹 ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც დეპუტატმა სხდომაზე აღნიშნა, იგი მიმართავს არა მხოლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრს, არამედ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. 🔹 „გვერდში დავუდგეთ ამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ჩვენს ძმებს ლტოლვილებს უკრაინიდან და თქვენ, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი, ჩაუდექით სათავეში ამ საქმეს სოფლის მუნიციპალიტეტებთან ერთად, და თუ ჩვენგან იქნება დახმარება საჭირო, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*