ფრიდონ ინჯია მხარს არ დაუჭერს კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მხარს არ დაუჭერს კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

🔹 ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

🔹 „ არცერთი კონსტიტუციური ინსტიტუტი ერთწლიან არჩვენებს არ ითვალისწინებს. კარგი მაგალითი გვაქვს ჩვენ მიღებული საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევის წესთან დაკავშირებით და ჩვენ ამ მაგალითს არ ვითვალისწინებთ და ვეყრდნობით იმ შეურაცხმყოფელ 12 პუნქტს, რომელიც ჩვენ გამოგვიგზავნეს. ჩემთვის ეს არის შეურაცხმყოფელი. მერე კიდევ რომ მოგვიწიოს შეცვლა, არასწორად მიგიღიათო, რა საბავშვო ბაღია? კონსტიტუცია გავხადეთ დროებით რაღაც კანონად… ვისაც რა მოეწონება, ისე გაკეთდება… როგორ ფიქრობთ თქვენ, ამ კანონის მიღებით ხელს შევუწყობთ დეპოლარიზაციას?“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით აირჩევს. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.
სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა კი, ერთი წელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*