ფრიდონ ინჯია – სააკაშვილის შიმშილობა კარგად „გაიტესტა“,

???? ფრიდონ ინჯია – სააკაშვილის შიმშილობა კარგად „გაიტესტა“, ბადრაგებმაც ვერ გაუძლეს ორი საათი ფეხზე დგომას და მისი მონოლოგის მოსმენას, თუ როგორ ირჩევდნენ ორჯერ უკრაინის პრემიერად

???? უპრეცედენტო იყო გუშინდელი სასამართლო პროცესი, სადაც მსჯავრდებულმა სააკაშვილმა ისაუბრა ყველაფერზე, გარდა იმ ბრალდებებისა, რომლის ფაქტობრივი მასალები დადასტურებულია დოკუმენტურად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა

.???? „ის არც ერთ ნაწილში არ აღიარებს დანაშაულს და მიაჩნია, რომ შეიძლება, ყოფილიყო მხოლოდ გადაცდომები და შეცდომები. მას შემდეგ, როდესაც პროკურატურამ, პროკურორებმა განაცხადეს მზადყოფნა, წარედგინათ დოკუმენტები და ვიდეომასალა მისი დანაშაულებრივი ქმედებისა, მან მიატოვა დარბაზი და წავიდა. მიმაჩნია, რომ მისი ასეთი ქმედება საზოგადოების და ქართველი ხალხის აბუჩად აგდებაა. მათი მეხსიერების შეურაცხყოფა და თვალებში ნაცრის შეყრაა.

???? მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შიმშილობა კარგად „გაიტესტა“. ბადრაგებმაც კი ვერ გაუძლეს ორი საათი ფეხზე დგომას და მისი მონოლოგის მოსმენას, თუ როგორ ირჩევდნენ მას ორჯერ უკრაინის პრემიერ-მინისტრად“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*