ფრიდონ ინჯია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს აიღოს პასუხისმგებლობა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ხელისუფლებამ ყველა მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივას წარმოადგენს.

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს აიღოს პასუხისმგებლობა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ხელისუფლებამ ყველა მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივას წარმოადგენს.

🔶 დეპუტატის განცხადებით, სხვადასხვა სირთულეებისა და კრიზისების თავიდან ასაცილებლად, საპარლამენტო უმრავლესობის ხელისუფლებამ დროულად უნდა მოაქციოს შესაბამისი კანონები დემოკრატიული პრინციპების ჩარჩოში.

🔶 ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.

🔶 ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ ცესკოს შემადგენლობის არჩევა უნდა ხდებოდეს დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე და გადაწყვტილებას უნდა იღებდეს საპარლამენტო უმრავლესობის ხელისუფლება.

🔶 „როდესაც საქართველოს პარლამენტი დღეს მოქმედ კანონს იღებდა, მე ვიყავი წინააღმდეგი და დღესაც მიმაჩნია, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა უნდა მოხდეს არა 2/3-ის თანხმობით, არამედ უმრავლესობით, რადგან მე არა მგონია, რომ ცესკოს თამჯდომარეს უფრო მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს ვიდრე საქართველოს პრემიერ მინისტრს, რომელსაც პარალმენტი ირჩევს 76 ხმით, რომელიც პრინციპში როგორც მთავრობის მეთაური არის პირველი პირი“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე ასევე, ყურადღება გაამახვილა სხვა მნიშვნელოვანი კანონების დემოკრატიულ საწყისებზე დაბრუნების აუცილებლობის შესახებ, რადგან როგორც გამოცდილება აჩვენებს ფრიდონ ინჯიას თქმით, გაუგებარ კომპრომისებზე წასვლა, საბოლოო ჯამში მხოლოდ და მხოლოდ კრიზისებს იწვევს და ოპოზიციის მხრიდან არავითარი პასუხისმგებლობის გაზიარება არ ხდება. ამის ნათელი მაგალითია ბოლო 2 წლის მანძილზე ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისული სიტუაცია.

🔶 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე უმრავლესობა იძულებული გახდა მოემზადებინა ახალი საკანონმდებლო ცვლილება საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც რეგულირდება ცესკოს შემადგენლობის არჩევის წესი.

🔶 წარმოდგენილი ინიციტივით ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

🔶 ასევე, იცვლება ცესკოს შემადგენლობის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა, – კვორუმის წესი და დღეს მოქმედი კანონის თანახმად, ნაცვლად ხმათა 2/3 -ისა ცესკოს შემადგენლობის არჩევა 76 ხმით მოხდება და ისინი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*