ქართული დიასპორის ჩართულობა ქვეყნის განვითარების საქმეში, ეს იქნება სწორი სახელმწიფოებრივი მიდგომა, რაც ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს – ფრიდონ ინჯია

🔷 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დადებითად შეაფასა კომიტეტის მიერ თემატური მოკვლევის სახით წარმოდგენილი პროექტი სახელწოდებით „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის და დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს საქართველოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით განსაკუთრებული ადგილი უკავია და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ენერგომატარებლებისა, თუ ეკონომიკურ პროექტებში ქართული დიასპორის წარმომადგენელთა ჩართულობა.

🔷 „იმ მოტივით, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები და გაჩნდება სამუშაო ადგილები, ამით ჩვენ შეიძლება მოვიზიდოთ და დავიბრუნოთ ჩვენი დიასპორის ნაწილი. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება ენერგომატარებლებისა და ეკონომიკური პროექტების განხორციელების პარალელურად, შემუშავდეს სპეციალური პროგრამა, რაც ჩვენი დიასპორის წარმომადგენელთათვის გარანტირებული სამუშაო ადგილების წინაპირობა გახდება.

🔷 ეს იქნება სწორი სახელმწიფოებრივი მიდგომა, რაც მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*