ქართული ენის შეურაცხყოფა უწოდა „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „კანონპროექტს სეკიურიტიზაციის“ შესახებ

📍 ქართული ენის შეურაცხყოფა უწოდა საქართველოს პარლამენტის პოლოტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „კანონპროექტს სეკიურიტიზაციის“ შესახებ, რომელიც პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გურგენიძემ წარმოადგინა.

🔺 მეგრულში არის ასეთი სიტყვა – „ეფუთი“, რომელიც კანონის ერთობლიობას ნიშნავს, მსგავს სიტუაციაში შეგვიძლია გამოვიყენოთ მეგრული ენა.

🔺 ვეფხისტყაოსნის მქონე ერს რა გვჭირს სხვა ენებისგან უცხო სიტყვების სასესხებელი?! – ფრიდონ ინჯია

„საერთოდ საბანკო სექტორში თქვენ ბევრი ტერმინი გაქვთ, რომელიც, ასე რომ ვთქვათ, მოტანილია, მოგონილია… ხომ არ აჯობებდა, რომ მსგავსი უცხო სიტყვის ქართულ ლექსიკაში შემოტანა ენის პალატასთან შეგვეთანხმებინა? ან თუ ქართულ ენაში არ იძებნება ამ უცხო ტერმინის შესატყვისი, შეგვიძლია დავიხმაროთ მეგრული და სვანური ენები. მეგრულში არის ასეთი სიტყვა – „ეფუთი“, რომელიც კანონის ერთობლიობას ნიშნავს მსგავს სიტუაციაში შეგვიძლია გამოვიყენოთ მეგრული ენა…. ქართული საკმაოდ მდიდარი ენაა და ასეთი ტერმინოლოგიების დამკვიდრება ხომ არ ლახავს ქართულ ენას, ქვეყნის იდენტობას“, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔺 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე თვლის, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რა აუცილებლობით არის განპირობებული მსგავსი კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად შემოტანა.

🔺 „გასაგებია, რომ თემა სპეციფიკურია, მაგრამ უბრალო ადამიანებისთვის იგი უნდა იყოს გასაგებ ენაზე დაწერილი. მიმაჩნია, რომ ეს არის ქართული ენის შეურაცხყოფა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔺 დეპუტატმა კანონპროექტის წარმდგენს მეტი დაფიქრებისკენ და საკითხისადმი მეტი სერიოზულობით დამოკიდებულებისკენ მოუწოდა.

🔺 თავის მხრივ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გიორგი გურგენიძეს სთხოვა, აღნიშნული კანონპროექტის ავტორებმა კომიტეტის შემდეგ სხდომაზე წარმოადგინონ ბევრად დამუშავებული და ბევრად გამართული ტექსტი, რადგანაც მასში ბევრი საკითხია დასახვეწი და დასაზუსტებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*