ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული ორმაგი სტანდარტის სამწუხარო რეალობაზე ისაუბრა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პოლიტიკური დებატებისას

📍 ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული ორმაგი სტანდარტის სამწუხარო რეალობაზე გაამახვილა ყურადღება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატების ფორმატში გამოსვლისას.

🔷 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, პოლიტიკაში დამკვიდრებული ორმაგი სტანდარტის მაგალითი ძალიან უშლის ხელს ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, მის მომავალს.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის აზრით, ორმაგი სტანდარტის ჭრილში შესაძლოა განხილული იყოს როგორც დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტის, ასევე ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა.

🔷 „მინდა ყურადღება გავამახვილო ისეთ საკითხზე, რასაც ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული ორმაგი სტანდარტი ჰქვია, რაც ძალიან უშლის ხელს ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებას. მე მხედველობაში მაქვს, კერძოდ, არსებული არასწორი პრაქტიკა, როდესაც ადამიანი არღვევს კანონს და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე იგი გამართლებულია და გამოცხადებულია უდანაშაულოდ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 ამასთანავე, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის აზრით, სწორედ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ მისი კოლეგა დეპუტატებიც, რომლებიც გამოდიან პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან და საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაზე აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს, სინამდვილეში კი, მათი მიდგომები გარკვეულ საკითხებთან თუ ფაქტებთან მიმართებით არაობიექტური და მიკერძოებულია.

🔷 „ჩვენი კოლეგები გამოდიან და თავს იკლავენ იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები უნდა იყოს დაცული. ნეტავ სად იყვნენ ისინი იმ 9 წლის განმავლობაში, როდესაც მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს წარმოადგენდა?!“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე დღის წინ უკრაინაში, ქალაქ დნეპრში პოლიციელთან შელაპარაკების დროს, პოლიციელის მიერ ქართველი ჯუმბერ სილაგავას დახვრეტის ფაქტზე.

🔷 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, „ეს ფაქტი სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო, ალბათ პარლამენტის წინა ტერიტორია გაივსებოდა ხალხით და ყველა სატელევიზიო არხი იქნებოდა დაკავებული ამ ამბის გაშუქებით“.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის აზრით, მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ქვეყნის საგარეო უწყებამ ჩაატაროს მოკვლევა და დაადგინოს სიმართლე.

🔷 „როგორ შეიძლება ადამიანს ზურგში ესროლო სამი ტყვია საკუთარი ოჯახის, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ. ეს დიდი უბედურებაა ჩემთვის. როგორ შეიძლება ასე გაიმეტო ქუჩაში მოსიარულე უიარაღო ადამიანი. კვლავ საგარეო საქმეთა სამინიტრომ უნდა იმუშაოს ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩაატაროს მოკვლევა და დაადგინოს სიმართლე, რათა აღნიშნული ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*