ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ირიბადაც არ მოვხვდეთ საომარ სიტუაციაში – ფრიდონ ინჯია

🔹 ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ირიბადაც არ მოვხვდეთ საომარ სიტუაციაში – ფრიდონ ინჯია.

🔹 „ომი მე გავლილი მაქვს. ვიცი რაც არის თავიდან ბოლომდე და რა მტკივნეულია. სამწუხაროდ, ომში სრულიად უდანაშაულო ხალხი იღუპება. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ჩვენ ირიბადაც არ მოვხვდეთ საომარ სიტუაციაში”.ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ პირდაპირ ეთერში.

🔹 როგორც მან აღნიშნა, მისთვის მისაღებია ის პოზიცია და პოლიტიკა, რა პოზიციაც დღეს უკავია პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე.

🔹 ასევე, ფრიდონ ინჯიას თქმით, იგი დადებითად აფასებს, როცა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრძანებს, რომ ერთობაა საჭიროო.

🔹 ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შერიგება, ფრიდონ ინჯიამ უპასუხა, რომ ეს დროსთან არის დაკავშირებული. თუმცა, ამ მოცემულობაში ორ პარტიას შორის საერთო ენის გამონახვა შეუძლებელია იმიტომ, რომ ის რადიკალური მოთხოვნები, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ქვეყნისთვის სახიფათოა.

🔹 „სწორედ გაუთვალისწინებელმა ნაბიჯებმა მიგვიყვანა ჩვენ იქამდე, რომ 2008 წელს ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები”, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 ჟურნალისტის კითხვაზე საქართველომ დაიწყო ომი? ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია.

🔹 „ომი დაიწყო იმან, ვისაც აწყობდა და მიიღო თავისი. შეიძლება ომი საქართველოში ჩანერგილი პიროვნებებით დაიწყო და ეს ერთი და იგივეა. 2008 წელს ჩვენ ტერიტორიები დავკარგეთ და ეს ნამდვილად ღალატია… ის სხვადასხვა გზებით მოქმედებდა, სჭირდებოდათ თავისი დასაყრდენი და მიიღეს თავისი დასაყრდენი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

One Reply to “ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ირიბადაც არ მოვხვდეთ საომარ სიტუაციაში – ფრიდონ ინჯია”

  1. Good day! I just wish to give you a huge thumbs up for your excellent information you have got here on this post. I am coming back to your blog for more soon. Good day! I just wish to give you a huge thumbs up for your excellent information you have got here on this post. I am coming back to your blog for more soon. נערות ליווי בגבעתיים

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*