ყველა კანონი, რომლის მიღებაც ქვეყნის სტაბილურობისთვის არის საჭირო, ტრენინგებგავლილი დეპუტატების მიერ რუსულ კანონად ცხადდება – ფრიდონ ინჯია

👉 ყველა კანონი, რომლის მიღებაც ქვეყნის სტაბილურობისთვის არის საჭირო, ტრენინგებგავლილი დეპუტატების მიერ რუსულ კანონად ცხადდება – ფრიდონ ინჯია

📍 რამდენად დაცული არიან მანიფესტაციებზე ქართველი პოლიციელები, რომლებიც ხშირად წარმოუდგენელი შეურაცხყოფის სამიზნეები ხდებიან.

📍 ყველა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის სტაბილურობისთვისაა საჭირო, რადიკალური ოპოზიციის მიერ რუსულ კანონად ცხადდება.

📍 პარლამენტის წევრების ნაწილს შესაბამისი ტრენინგები უკვე გავლილი აქვთ, ამიტომ როდესაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში შევიდა, მას მაშინვე მისცეს რუსული კანონის სტატუსი.

🔷 ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას განაცხადა.

🔷 „როდესაც მანიფესტაციებზეა საუბარი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია პოლიციის დაცულობა. რამდენად დაცულია დღეს პოლიციელი? ის შეურაცხყოფა, რასაც ქართველი პოლიციელი უძლებს მანიფესტაციების დროს, დაუჯერებელია. ამ დროს ამ პოლიციელს ჰყავს ოჯახი, შვილები, მშობლები… ისიც ისეთივე ადამიანია, როგორც აქციის მონაწილე. თუ აქციის მონაწილეს სჭირდება დაცვა, პოლიციელსაც სჭირდება დაცვა. მათ შორის განსხვავება არის ის, რომ აქციაზე ადამიანი მიდის თავისი ნებით, საკუთარი ხედვის გამოსახატად, ხოლო პოლიციელი მიდის სამსახურში, სადაც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია“, – განაცხადა დეპუტატმა ინჯიამ.

🔷 მისი თქმით, შესაძლოა, საქართველოში საჭირო იყოს „პოლიციის შესახებ“ აშშ-ში მოქმედი კანონის მიღება.

🔷 „ხომ არ დადგა იმის დრო, რომ გადმოვიტანოთ ამერიკის შეერთებული შტატების კანონი „პოლიციის შესახებ“. მე ხაზს ვუსვამ – აშშ-ში მოქმედი კანონი, რადგან აქ რომ გამოვიტანოთ კანონი „პოლიციის შესახებ“, რომელიც რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, ან თურქეთში ან ჩინეთში მოქმედი კანონის ანალოგია, ის კანონი იქნება რუსული, და ყველაფერი რუსული, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელია. ჩვენ ბევრჯერ გვინახავს, თუ როგორ მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიცია“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 მან ასევე პოლიციელებისთვის ხელფასების გაორმაგების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

🔷 „აქ ითქვა, რომ ბევრი პოლიციელი ტოვებს სამსახურს. მე ვფიქრობ, რომ თუ იქნება შესაბამისი საშუალება, პოლიციელებს ხელფასები უნდა გაუორმაგდეთ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 ფრიდონ ინჯიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა კანონს, რომელსაც განიხილავს და იღებს საქართველოს პარლამენტი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უკავშირებენ კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღებას, ხოლო ყველა კანონი, რომელიც ქვეყნის სტაბილურობისთვისაა საჭირო, რუსულ კანონად ცხადდება.

🔷 „მიდის ყველა საშუალებით მოსახლეობის ზომბირება იმისთვის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს ქაოსი და დესტაბილიზაცია. ვის აინტერესებს დღეს მოსახლეობაში არაფრის მომცემი კანდიდატის სტატუსის მინიჭება? საუბარი არ არის ევროკავშირის წევრობაზე, რაც შორეულ მომავალშია დაგეგმილი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეკონომიკის მიღწევები, რომელიც დღეს საქართველოშია ნულამდე დაიყვანონ და არაფრად ჩააგდონ ის დაფინანსება, რასაც ხელისუფლება აკეთებს სტუდენტებისთვის, მევენახეებისთვის, ხორბლის მწარმოებელთა მხარდასაჭერად, პენსიების მოსამატებლად, საჯარო სექტორის თანამშრომლების ხელფასების გასაზრდელად, მოსახლეობის 95% სამედიცინო მომსახურებით უზრუნველსაყოფად, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებში სახელმწიფოს წილის გასაზრდელად.

🔷 ერთ კითხვას დავსვამდი – ხვალ რომ მიგვიღონ ევროკავშირში, როგორი იქნებოდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები – 7% ან 10%, თუ როგორც დღეს გერმანიაშია ნავარაუდევი – მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლების, სულ მცირე, 0,5%-ით მინუსებში გადასვლა?“, – აღნიშნა დეპუტატმა ინჯიამ.

🔷 „უნდა გითხრათ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღების პოლიტიზირება, ისევე როგორც 12 პუნქტი, რომელიც საშინაო დავალებად მოგვცეს, მიმართულია საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად და ისეთი ხელისუფლების მოსაყვანად, როგორიც ზოგიერთ ქვეყანაში ჰყავთ. არ დავასახელებ ქვეყნებს… ჩვენ ვხედავთ წლების განმავლობაში ევროკავშირიდან და აშშ-დან დაფინანსება როგორ მიემართება ხელისუფლების გადასაყენებლად, როგორც ეს საქართველოში 2003 წელს მოხდა. მსოფლიოში მრავალი ქვეყანაა, სადაც ასევე განხორციელდა მსგავსი ცვლილებები. ეს ყველაფერი ხდება დემოკრატიის ან ხალხის სახელით. რაც შეეხება იმას, თითქოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი რუსულია, ზუსტად ამას ასწავლიდნენ ტრენინგებზე ახლახან რომ ჩაატარეს საქართველოში. კერძოდ, ყველა ის კანონი, რომელიც ქვეყანას სტაბილურობისთვის სჭირდება, ან სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელია მიღება, უნდა გამოცხადდეს რუსულ კანონად“.

🔷 „ჩვენი პარლამენტის წევრების ნაწილს ეს ტრენინგები უკვე გავლილი აქვთ, ამიტომ როდესაც ეს კანონპროექტი აქ წარმოადგინეს, მაშინვე მას მისცეს რუსული კანონის სტატუსი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ და დასძინა, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მისაღებია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კანონი „ცილისწამების შესახებ“, რაც ადამიანის უფლებების დაცვისთვისაა აუცილებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*