ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა მიიღოთ კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ? – ფრიდონ ინჯია პრემიერ-მინისტრს

🔹 „ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა მიიღოთ კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ?“

🔹 „მიიღეთ ზომები. დაამთავრეთ კოჰაბიტაცია, კანონი კანონობდეს!“

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონის მიღებას ითხოვს.

📍 ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით წარდგა.

🔹 „საქართველოში არასამთავრობო სექტორი 88 მილიონი დოლარით ფინანსდება, რასაც კიდევ ემატება სხვა ქვეყნებიდან დაფინანსება, მერე შიდა რეზერვები და წარმოიდგინეთ, რაც მოჰყვება ამას…. აი, სწორედ იმ 88 მილიონიანი დაფინანსებით იდგნენ ისინი აქ, პარლამენტის შენობის წინ და მათ შორის ის ახალგაზრდობა, რომელიც მართლაც, რომ გულანთებული იყო იმ დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებებისკენ, მაგრამ მათ უკან დგანან, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა წინადადებით, მიიღონ კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომელიც ჩარჩოში ჩასვამს მათ საქმიანობას.

🔹 „ხომ არ ფიქრობთ თქვენ, რომ ისეთმა ხელისუფლებამ, რომელმაც თავისი თავი უნდა დაიცვას, უნდა მიიღოს კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომელიც თავის ჩარჩოში ჩასვამს ყველაფერს. იმიტომ, რომ მათ მიერ კეთდებოდა რა?

• აკეთებდნენ პოლიტიკურ განცხადებას? აკეთებდნენ;
• აკეთებდნენ მოწოდებებს დაუმორჩილებლობის შესახებ? – აკეთებდნენ;
• ქმნიან ორგანიზაციულ სტრუქტურებს ? – ქმნიან;
• ითხოვენ ძალადობრივ ქმედებებს კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად? – ითხოვენ;
• კეთდება ძალადობის პროპაგანდა ხელისუფლების წინააღმდეგ? – კეთდება;

🔹 მაშინ გამაგებინეთ, ეს პოლიტიკური ორგანიზაციაა, თუ არასამთავრობო?
გამოდის, რომ ჩვენ თვალწინ, პარლამენტის წინ ცხვება ნამცხვრის ერთი დიდი ნაჭერი, რომელიც შეიძლება გაფართოვდეს. მიიღეთ ზომები. დაამთავრეთ კოჰაბიტაცია, კანონი კანონობდეს? – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*