ჩვენი პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ ოფისში შემოსულია ამომრჩეველთა ერთი ჯგუფის მომართვა ქართულ მასმედიაში კონკრეტულ დისკრიმინაციულ ფაქტებთან დაკავშირებით. საქმე ეხება ტელევიზიების საშუალებით პირდაპირ ეთერში გასულ უცენზურო ლექსიკას, მიმართულს რუსი ეროვნების ადამიანების მიმართ.

კერძოდ, მიმდინარე 2021 წლის 1-ლ აპრილს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში სტუდიის სტუმარმა მსახიობმა, ვინმე კახა გოგიძემ, გააკეთა ქსენოფობიური განცხადებები რუსი ეროვნების ადამიანების მიმართ, მან ასევე მოუწოდა ქართველებს, რომ რუს ტურისტებს ურთიერთობის დროს მათ საფრთხე აგრძნობინონ. ეროვნული ნიშნით მან არაერთხელ გამოიყენა სიტყვა „ღორი“. ყოველივე ეს „გამართლებული“ იყო ოკუპაციის თემატიკით. ციტატების ნაწილი: მიწა უნდა ეწვოდეს ყველა რუსს, რუსი ტურისტი აქ არ არის!“ – ავტომატის ჯერი უნდა მიუშვა ამ ღორებს!“ამომრჩეველთა მომართვაში ასევე აღნიშნულია 2014 წლის ივლისში, „რუსთავი 2“-ის დღის გადაცემაში, სპორტული ჟურნალისტის, დიმიტრი ობოლაძის მიერ გაკეთებული ქსენოფობიური, რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადებები („ყველა რუსი არის ღორი“ და ა. შ.).

საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებითა და საქართველოს კონსტიტუციით, დაუშვებელია პიროვნების დისკრიმინაცია და შეურაცხყოფა ნებისმიერი, მათ შორის, ეროვნული თუ ეთნიკური ნიშნით. შესაბამისი ცვლილება შესულია კანონში „მასმედიის შესახებ“ (მუხლი 14, მუხლი 56).რომელშიც წერია რომ:

1) იკრძალება ისეთი ფორმით პროგრამების გადაცემა, რომელიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების , რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

2) იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომელიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური მსოფლმხედველობის, სქესის, და აშ. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.

ჩვენ გვესმის, რომ პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებების შეკავება ტელეწამყვანების მიერ ფიზიკურად შეუძლებელია, მაგრამ, ჩვენი აზრით, წამყვანი ვალდებულია, სტუმარს მიუთითოს კანონის დაცვის აუცილებლობაზე და შესაბამისი კომენტარი გააკეთოს, ხოლო ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას თავის ეთერში გასული სიძულვილის ენის გამო. ზემოთ მოყვანილ შემთხვევებში კი, ეს ასე არ მომხდარა.

მოქალაქეები, რომლებმაც ჩვენ მოგვმართეს აპირებენ სასამართლოს მიმართონ ზემოთ მოყვანილი ეთნიკური დისკრიმინაციის და ძალადობისკენ მიმართული ფაქტების გამო, ჩვენ როგორც ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული პარტია და პირადად მე, როგორც პარლამენტის წევრს, მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა, კომუნიკაციების კომისიამ შეისწავლოს ეს ფაქტები და დაიცვას მოქალაქეების უფლებები. მაშინ, შესაძლოა, სასამართლო გარჩევა საჭირო არ გახდეს.

აღნიშნული წერილი გაეგზავნა შესაბამის ადამიანის უფლებების დამცავ ორგანიზაციებს და სტრუქტურებს რეაგირებისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*