დეოლიგარქიზაციის საკითხი არის ხელოვნურად შემოტანილი ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში ვიწრო პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა

👉„დეოლიგარქიზაციის საკითხი არის ხელოვნურად შემოტანილი ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში, ვიწრო პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად.“ – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

🔹სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პერიოდულად გაიმართება და იგი ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პროცესის ერთ-ერთი ნაწილია.

🔹 დღევანდელი შეხვედრა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის შემუშავების მიზნით გაიმართა.

🔹 შეხვედრაზე ნიმუშის სახით წარდგენილი იყო უკრაინაში მოქმედი კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ.

🔹 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, საქართველოსთვის სრულიად დაუშვებელია ისეთი კანონის მიღება, რომლის თანახმად ოლიგარქის სტატუს მინიჭებულ პირს სასამართლოში გასაჩივრების უფლება არ აქვს.

🔹 „ვამბობთ, რომ დეოლიგარქიზაცია პრაქტიკააო, ეს პრაქტიკა არ არის. ამის გამოცდილება არ არსებობს. ეს არ არის არც ერთ ევროპულ ქვეყანაში. მე მიმაჩნია, რომ დეოლიგარქიზაცია არის ზედმეტი და გარკვეულ წილად ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსაც ეხება“, – განაცხადა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისი თქმით, ოლიგარქად, მას მიაჩნია პიროვნება, რომელმაც „სახელმწიფო სახსრებიდან უკანონოდ მიიღო შემოსავალი და ამით გამდიდრდა. მაგალითისთვის, არაკანონიერად, ან მიკერძოებულად ჩატარდა ტენდერი, ან სათანადოდ არ მოქმედებდა ანტიმონოპოლიური კანონი, ან ამ პიროვნებას არ ჰქონდა საკუთარი ქონება აღწერილი სრულად და რაღაც გადამალა, ან ბოროტად გამოიყენა თავისი თანამდებობრივი მდგომარეობა და გავლენები. სწორედ ეს ყველაფერი ერთობლიობაში შეიძლება იყოს ოლიგარქის განმარტება“.

🔹 ხოლო, ფრიდონ ინჯიას აზრით, თუ პიროვნებამ თანხები იშოვა ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე, ნორმალური ანტიმონოპოლიური კანონის სრული დაცვით, ასეთ შემთხევაში, არასწორია პიროვნებას უწოდო ოლიგარქი და მისი ქმედებები შეაფასო უკანონოდ. ამასთანავე, საკუთარი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დაცვის საშუალებაც კი არ მისცე სასამართლოში.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანია მიღებული კანონების სრულყოფილად შესრულება.

🔹 „ჩვენ თითქმის ყველა კანონი გავქვს მიღებული რაც ამერიკაშია, რაც გერმანიაში ან ევროპის სხვა სახელმწიფოებშია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია მისი შესრულება და სწორედ ამ ნაწილში გვაქვს ჩვენ პრობლემა, რაც იმაში გამოიხატება, რომ რეალურად კანონები არ სრულდება. კანონები არ სრულდება სხვადასხვა მხრიდან, ან პროკურატურის მხრიდან არ არის სრული კონტროლი, ან ჩვენი, პარლამენტის მხრიდან. მაგალითისთვის, როდესაც მინისტრი მოდის პარლამენტში, მას შეუძლია უპასუხოს კითხვების ნაწილს, ნაწილს შეუძლია საერთოდ არ უპასუხოს და ასე დატოვოს პარლამენტი და ამით არაფერი არ იცვლება, იმიტომ, რომ არ არის სათანადო კონტროლი. კონტროლი არ არის ასევე ანტიმონოპოლიური კანონის შესრულებასთან დაკავშირებით. თავის ადგილზე უნდა იდგეს ანტიმონოპოლიური სამსახური, პროკურატურა, სასამართლო. სასამართლოში წლების განმავლობაში მიდის პროცესი. შეიძლება 5 წელი გაიწელოს პროცესი და ამ ხნის განმავლობაში შეიძლება გარდაიცვალოს ადამიანი და საკითხმა დაკარგოს თავისი აქტუალურობა. მრავალი სხვა ასეთი კანონია, რომელიც ქვეყანას სჭირდება ფუნქციონირებისთვის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის თქმით, ახლა ვაპირებთ, რომ საფუძვლად ავიღოთ უკრაინის კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, მაშინ როცა, არც ერთ ქვეყანას ანალოგიური კანონის მოქმედების არანაირი გამოცდილება არ აქვს.

🔹 ფრიდონ ინჯია არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სწორედ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებამ განაპირობა. დეპუტატის განცხადებით, „უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და, სხვათა შორის, ამ პოლიტიკურ ნაწილში მოაყოლეს საქართველო, რომლის მიმართ სხვა პოლიტიკური წნეხი ხორციელდება.“

🔹 ფრიდონ ინჯიას თქმით, თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალური წერილით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და სთხოვა განმარტებები ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში და მათ შორის, განსაკურებით ხაზი გაუსვა საკითხს დეოლიგარქიზაციის ცნების დაკონკრეტების შესახებ.

🔹 “პრემიერმა მისწერა ევროკომისიის პრეზიდენტს დაგვიზუსტეთ გარკვეული საკითხებიო… გამოდის, რომ საქართველოში არც პარლამენტია, არც მთავრობა, არც სასამართლოა და არც არავინ. აქ არის მარტო ერთი ივანიშვილი და ოპოზიცია … ჩვენ ჩვენი თავის პატივისცემა უნდა გვქონდეს, პირველ რიგში, რომ დავდგეთ იმ დონეზე, რომ ვიყოთ მართლაც მოსახლეობის რჩეული და ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები“,- დასძინა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფი“ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო კანონშემოქმედებით საქმიანობაში, მათ შორის, აქტიურად იქნება ჩართული სხვადსხვა საპარლამენტო სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, მაგრამ პოლიტიკური ჯგუფი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ანტიკონსტიტუციურია, ლახავს ადამიანის უფლებებს. დაუშვებელია ნებისმიერი კანონის მიღება სხვისი მოთხოვნით, ზეწოლით ან დაძალებით, და ასეთ ქმედებებს ჩვენი პოლიტიკური ძალა ყოველთვის წინ აღუდგება.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*