“ევროპელი სოციალისტების” გამოხმაურება ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის შედეგებთან დაკავშირებით

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავჯდომარეს,

ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს,

ბატონ,  სი ძინპინს

პატივცემულო, ამხანაგო სი ძინპინ!

საქართველოს „ევროპელი სოციალისტების“ სახელით გილოცავთ სრულიად ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის დიდი წარმატებით დამთავრებას და მივესალმებით კვლავ თქვენს არჩევას ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის საიუბილეო მე-20 ყრილობა გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობამ ჩინელ ხალხსა და მთელ მსოფლიოს შეატყობინა გასული ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმების შესახებ, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე სოციალიზმის მოდერნიზაციის და ახალი დიდი პარტიული მშენებლობის პროგრამის განხორციელების საქმეში.

ყრილობის შედეგებში მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რა კურსი იქნა მიღებული მომავალ ხუთწლედში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განვითარების თანამედროვე არქიტექტურიკის შესაქმნელად, მოდერნიზირებული სოციალისტური, ჩინურ სპეციფიკაზე დაყრდნობილი, სახელმწიფო სისტემის ასაშენებლად.

მჯერა, რომ თქვენს სიტყვაში გაჟღერებული, ჩინეთის მომავალი განვითარების თეზისები: „სოციალისტურ საბაზრო ეკონომიკის უმაღლესი სისტემის ფორმირება“, „თანამედროვე წარმოების სისტემის ფორმირება“, „სოფლის ყოველმხრივი სტიმულირების პროგრამა“, „რეგიონების კოორდინირებული განვითარების ხელშეწყობა“, „გარე სამყაროსთან მაქსიმალური გახსნილობა“, მიიყვანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ახალი სისტემის – „უფრო მოდერნიზირებული სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით“ ჩამოყალიბებამდე.

ქართველი სოციალისტები უსურვებენ თავიანთ ჩინელ თანამოაზრეებს და მეგობრებს კეთილდღეობას და მათი ყველა გეგმის განხორციელებას.

დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს და ჩინეთის მეგობრობა სრულად აკმაყოფილებს ჩვენი ხალხების ღრმა ინტერესებს.

ჩვენი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად.

ძვირფასო სი ძინპინ, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ახალ წარმატებებს თქვენს რთულ, ამავდროულად კეთილშობილურ საქმიანობაში!

პატივისცემით,

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ და პოლიტსაბჭოს

თავმჯდომარე  ფრიდონ ინჯია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*