“ევროპელი სოციალისტები“ პრაგმატულად უყურებენ ყველა საკითხს, რომელიც არ იქნება საზიანო ქვეყნისთვის“

🔹 “ევროპელი სოციალისტები“ პრაგმატულად უყურებენ ყველა საკითხს, რომელიც არ იქნება საზიანო ქვეყნისთვის“, – ფრიდონ ინჯია.

👉 „დიალოგი მიმაჩნია სწორად, აუცილებელია დალაპარაკება“,- პარლამენტის ვიცე-სპიკერი ავთანდილ ენუქიძე.

👉 ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ და ავთანდილ ენუქიძემ განაცხადეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სადაც „ევროპელმა სოციალისტებმა“ მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე.

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტის კითხვაზე – ხომ არ უქმნით უხერხულობას „ევროპელ სოციალისტებს“, როცა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებენ მინსკის ხელშეკრულების შესრულებისკენ, უპასუხა:

🔹 „ რა გაქვთ მხედველობაში? … მე ვერ ვხედავ ვერანაირ უხერხულობას, როდესაც ასეთი ქვეყნები, როგორიც არის პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებენ უკრაინის ხელისუფლებას აღებული ვალდებულების შესრულებისკენ. ამის შესახებ ჩვენ განვაცხადეთ ჯერ კიდევ 26 იანვარს, რის შემდეგაც გავიდა ერთი კვირა და არ დარჩენილა მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, რომელიც შეხებაშია ამ პროცესებთან, რომლებმაც არ მოუწოდეს უკრაინის მთავრობას მინსკის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ. აქ უხერხულობას მე ვერ ვხედავ“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ავთანდილ ენუქიძის განცხადებით, აუცილებელია პირდაპირი დიალოგის გამართვა იმისთვის, რომ არ მოხდეს აგრესია.

🔹 „რატომ არ გრძნობს თავს უკრაინა უხერხულად, როდესაც საქართველოს ხელისუფლების ძებნილი ადეიშვილი პროკურორის თანაშემწედ ჰყავთ. ჭირდება ასე და აკეთებს, ხო?… ჩვენ კი, ასე გვჭირდება. დიალოგი მიმაჩნია სწორად. აუცილებელია დალაპარაკება, სანამ გესროდეს. ხომ ხედავთ, რომ ისვრის… დიალოგი აქამდე არ ყოფილა, და არც გვაქვს იმედი რომ შედეგს გამოიღებს, მაგრამ დაველაპარაკოთ, დავანახოთ ყველას, რომ ჩვენ გვინდოდა ლაპარაკი, და იმას – ომი“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*