“ყოვლად მიუღებელია კახა ოქრიაშვილის მხრიდან უარგუმენტო და არაკორექტული განცხადებები” – ევროპელი სოციალისტები

პოლიტიკური პარტია „ ევროპელი სოციალისტების“ წევრები კახა ოქრიაშვილის გამონათქვამებს აფასებენ.
პარტიაში თვლიან, რომ სამწუხაროა და ყოვლად მიუღებელია კახა ოქრიაშვილის მხრიდან მსგავსი უარგუმენტო და არაკორექტული განცხადებები და მით უფრო, არამართებულია პიროვნული შეურაცხყოფები, რომელიც ოქრიაშვილის მხრიდან გაისმა.
 „დღეს პოლიტიკური სპექტრი დაყოფილია შემდეგ ნაწილად: მმართველი პარტია, კონსტრუქციული ოპოზიცია, და ეგრეთ წოდებული ქუჩაში მოკალათებული დესტრუქციული ჯგუფები, რომელნიც თავის თავს ასაღებენ როგორც, პოლიტიკური ძალა, რომლის მიზანია ქვეყანაში არეულობა და რევოლუციური გზით მოახდინონ ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლა. სხვა მიზანი ამ ძალებს არ გააჩნიათ“ – ნათქვამია განცხადებაში.
„ევროპელი სოციალისტების“ წევრები კატეგორიულად ემიჯნებიან სახელმწიფოს და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, რაც სამწუხაროდ, შეინიშნება ქუჩაში დარჩენილი დესტრუქციული ძალების მხრიდან.
 „მიგვაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს და ჯანსაღ ოპონირებას ალტერნატივა არ აქვს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო ტრიბუნა, რომლის მანდატები მონიჭებულია ხალხის მხრიდან, უნდა იქნას გამოყენებული ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარებისთვის“ – ნათქვამია განცხადებაში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*