თუ „ოცნება“ მხარს არ დაუჭერს 2008 წლის ომის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, ე.ი. მათ არ სურთ მოღალატეებისა და ჯაშუშების გამოაშკარავება – „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია

👉 თუ „ოცნება“ მხარს არ დაუჭერს 2008 წლის ომის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, ე.ი. მათ არ სურთ მოღალატეებისა და ჯაშუშების გამოაშკარავება – „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია

🔻 მომდევნო სასესიო კვირის განმავლობაში, ალბათ, გვექნება კომუნიკაცია კოლეგებთან „ოცნებიდან“, და თუ ისინი მხარს არ დაგვიჭერენ, მაშინ გამოდის, რომ მათ არ სურთ გამოააშკარაონ მოღალატეები, რომლებიც 2008 წელს იყვნენ და დღესაც მოქმედებენ. ამ შემთხვევაში, თავად „ოცნებამ“ უნდა გასცეს პასუხები საზოგადოებაში დღემდე არსებულ კითხვებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
ამის თაობაზე განაცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომის საპროკურორო გამოძიების დაწყებისა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.

🔶 „ის, რაც ახალ ხდება ივანიშვილის ირგვლივ, ეს კოჰაბიტაციის შედეგია. ეს კოჰაბიტაცია რომ არ ყოფილიყო, და კანონის უზენაესობას ემოქმედა, არ გვექნებოდა დღევანდელი ვითარება. თუ „ოცნება“ მხარს არ დაუჭერს ჩვენს ინიციატივას – 2008 წლის ომის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, მაშინ თავად უნდა გასცენ საზოგადოებას პასუხები – ვინ იყვნენ ის ჯაშუშები და ქვეყნის მოღალატეები, რომლებიც მაშინ და დღესაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოში წინსვლა კი არა, კვლავ უბედურება და ტერიტორიების დაკარგვა იყოს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 მისი თქმით, აღნიშნული გამოძიების ჩატარება და აგვისტოს ომის ყველა ასპექტზე კონკრეტული პასუხების გაცემა დღეს უფრო მეტად იძენს აქტუალობას.
„მიმაჩნია, რომ ის ჯაშუშები და ქვეყნის მოღალატეები, რომლებმაც ეს ყველაფერი გამოაცხვეს, მოამზადეს, და შექმნეს, რისი შედეგიც მივიღეთ, რაც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, იგივე ხალხი დღეს აგრძელებს იმავე რიტორიკას და კვლავ უნდათ საქართველო ომში ჩართონ“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔶 რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, დაუჭერს თუ არა უმრავლესობა ამ ინიციატივას მხარს, ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ მათი პოზიცია მისთვის უცნობია.

🔶 „მე მათ თათბირებზე არ დავდივარ, არ ვიცი. როგორც გადაწყვეტენ, ისე გადაწყვეტენ. უკვე თითქმის 2 წელია ამას ვითხოვთ, თუმცა, ახლა უფრო აქტუალური გახდა. მომავალ სასესიო კვირას, ალბათ, გვექნება მათთან კომუნიკაცია და ვნახოთ. თუ არ დაგვიჭირეს მხარი, ე.ი. მათ არ უნდათ გამოააშკარაონ ქვეყნის მოღალატეები“, – ხაზი გაუსვა „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*