თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, ჩვენ შეიძლება ხორბლის გარეშე დავრჩეთ, ჩვენ შეიძლება საწვავის გარეშე დავრჩეთ

👉„თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, ჩვენ შეიძლება ხორბლის გარეშე დავრჩეთ, ჩვენ შეიძლება საწვავის გარეშე დავრჩეთ. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, რომ, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვადასხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა, რომ საქართველო შეუერთეს საბანკო სისტემას – МИР“ – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

🔷 როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, МИР – ის საბანკო სისტემასთან შეერთებით, მოხდება იმ გადარიცხვების, 32-34 მილიონი დოლარის დაკომპენსირება, რომელსაც ქართველები რიცხავდნენ საქართველოში.

🔷 „ჩვენ ყველა საერთაშორისი ორგანიზაციებში ხომ ვაძლევთ ხმას რუსეთის საწინააღმდეგოდ, კი ბატონო, მაგრამ ეს არის ბიზნესი და ფული, რომელითაც შეიძლება ჩვენი მოსახლეობა ფეხზე დადგეს. გადარიცხვები, რაც მოდის იქიდან, უნდა შევინარჩუნოთ. როგორც მე გავიგე, ხორბლის ორი თვის მარაგი გვაქვს დარჩენილი, ჩვენ ოქროს ფასი არ უნდა დაგვიჯდეს ეს ყველაფერი. ნავთობის 40 პროცენტი რუსეთიდან მოდის ამ მხრივ, ჩვენ რაღაცნაირად გადავიდეთ და დავიწყოთ მოლაპარაკება, რათა ჩვენ ფეხზე დავდგეთ, რაღაცა მოგება მივიღოთ ჩვენი ჭკუით და გაგებით. ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა, ჩვენ შეიძლება, ხორბლის გარეშე დავრჩეთ და ის თანხები, რომელიც მოდიოდა რუსეთიდან, გარეთ დარჩეს და ჩვენ ვერ მივიღოთ“, – განაცხადა ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*