მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად საქართველოში თუნდაც ერთი სახელმწიფო ბანკი და ერთი ფარმაცევტული წარმოება უნდა იყოს – ფრიდონ ინჯია

17.02.22

👉 მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად საქართველოში თუნდაც ერთი სახელმწიფო ბანკი და ერთი ფარმაცევტული წარმოება უნდა იყოს – ფრიდონ ინჯია

🔴 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ქვეყანაში ინფლაციის მაღალ მაჩვენებელზე და სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ პირდაპირ ეთერში.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიჩნევს, რომ დღევანდელი მაღალი ინფლაციის ერთ-ერთი მიზეზი მსოფლიოში არსებული ინფლაციური პროცესებიც არის, თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად ქვეყნის 4-5 საკვანძო სექტორში გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას.

🔹„მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დღეს არის მაღალი ინფლაცია და პრინციპში ეს ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. ძალიან დიდია ინფლაცია 13.9%, და ეს ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მტკივნეულია. თუ ხელისუფლებამ და მთავრობამ გარკვეული ნაწილი დახმარებისა და გლეხის საჭიროებებისა თავის თავზე არ აიღო, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება მოსახლეობა. ამისთვის ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, იგივე საბანკო სექტორში… მე მქონდა შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და მმართველი გუნდის ფორმატში მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც დავაყენე საკითხი იმის შესახებ, რომ აუცილებელია სახელმწიფოში იყოს ერთი მაინც სახელმწიფო ბანკი, თუნდაც ერთი ფარმაცევტული წარმოება… და ის მონოპოლია, რაც ამ სექტორებშია მაშინვე დაიწევს. ეს მთავრობამ უნდა გააკეთოს ამაში არავინ უშლის ხელს, მაგრამ არ არიან ჯერ ამისთვის მომწიფებული“, – ხაზი გაუსვა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 დეპუტატი ასევე მიიჩნევს, რომ 10 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ჰესების 50% მაინც უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრებაში, და მაშინ სახელწმიფოს ცალსახად შეეძლება ტარიფი თვითონ დაარეგულიროს და, ამასთანავე, შეეძლება გარკვეული შეღავათები დაუწესოს მოსახლეობას, რომელსაც გადასახადის გადახდა უჭირს.

🔹„ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს ამ თემებზე მმართველ გუნდთან და ხელისუფლებასთან. საბანკო სექტორზე მქონდა საუბარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, მაგრამ მე ვერ მივიღე არგუმენტაცია, თუ რატომ არ არის ეს ჩვენი ქვეყნისთვის მისღები, რატომ ვერ გავიგე. ამით ის საპროცენტო განაკვეთები, რომლებიც არის გაზრდილი და საშინელებაა, ყველასთვის დაიწევა, მაშინ ერთი ბანკი მაინც გასცემს გარკვეულ კატეგორიაზე იაფ კრედიტებს და ეს დიდი შვება იქნება. 4-5 მიმართულებაა, რომელშიც სახელმწიფოს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს და თავის თავზე აიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში იქნება“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*