ოპოზიციის ნაწილს სურს საქართველო ომში ჩართოს და კავკასიაში ფრონტის მეორე ხაზი გახსნას – ფრიდონ ინჯია

🔹 ოპოზიციის ნაწილს სურს საქართველო ომში ჩართოს და კავკასიაში ფრონტის მეორე ხაზი გახსნას – ფრიდონ ინჯია
🔹 „ოპოზიციის ნაწილს უნდა საქართველო ჩაერთოს რუსეთ-უკრაინის ომში და კავკასიის მიმართულებით მეორე ფრონტი გახსნას“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერით გადაცემაში „დროული კითხვები“.
🔹 დეპუტატის თქმით, ეს სურვილი იკვეთება მათივე განცხადებებსა და ქმედებებში. მაგალითისთვის ფრიდონ ინჯიამ მოიყვანა მცდელობა – სახელმწიფოს ინიციატივით ომში გაეგზავნათ მოხალისეები, რაც, დეპუტატის აზრით, იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა ომში.
🔹 „როდესაც მოგყავთ პოლონეთის, რუმინეთისა და ნატო-ს სხვა წევრი სახელმწიფოების მაგალითი, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ალიანსის წევრები არიან და სხვა ფორმატში მოქმედებენ. ჩვენ იმ ფორმატში მოქმედება არ შეგვიძლია იმიტომ, რომ არ ვართ ნატო-ს წევრი და ამის ფუფუნება არ გაგვაჩნია. უფრო მეტსაც გეტყვით, ზოგმა ნატო-ს წევრმაც არ გაუშვა… ნატო უკრაინას ვერ იცავს, უკრაინაში არ გზავნის თავის კონტინგენტს, მხოლოდ სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო მასალით ეხმარება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
🔹 მან ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერ ადამიანს, როგორც მოხალისეს, შეუძლია წავიდეს ომში, ეს მათი ნებაა, მაგრამ არა სახელმწიფოს ხელმძღვანელობითა და ეგიდით. „ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე რუსის ჯარი დგას, და ამის გაკეთება მომაკვდინებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ოპოზიციის ნაწილს კი ომი უნდა და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა, რადგან სხვა მცდელობები ხელისუფლებაში მოსასვლელად მას არ გამოუვიდა“, – განაცხადა ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*