პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრებმა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს .

???? პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრებმა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს 

შეხვედრაზე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა თამარ კიკნაძემ სტუდენტების პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკმაოდ დიდია იმ სტუდენტების რაოდენობა, რომელთაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსი აქვთ შეჩერებული.
„კარგი იქნებოდა, განათლების სფეროში გასულ წელს აუთვისებლად დარჩენილი თანხა, საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუს შეჩერებულ სტუდენტებზე განაწილებულიყო, რათა მათ სწავლის გაგრძელება შეძლონ“, – აღნიშნა თამარ კიკნაძემ.
ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეძასთან გიორგი კაკაურიძესთან შეხვედრაზე პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნატო არღვლიანმა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
„სამწუხაროდ, სახელმწიფოს იძულებით გადაადგილებულ პირებთან კომუნიკაცია არ აქვს, გარდა ა

რჩევნების პერიოდისა. არადა, მათი ყოფა უმძიმესია, განსაკურებით, ეს ეხება კომპაქტურად ჩასახლებულ მოსახლეობას. დღეს, 21-საუკუნეში, მსგავსი საყოფაცხოვრებო პირობები, უბრალოდ წარმოუდგენელია. მიმძიმს იმ ვითარების გადმოცემა, რა ვითარებაშიც ცხოვრობენ ეს ადამიანები“ – აღნიშნა ნატო არღვლიანმა.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ფინანსური შემწეობა იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ მიზერულია და დღევანდელი ინფლაციისა და ფასების ზრდის გათვალისწინებით, მიუღებელი.
 როგორც არღვლიანმა აღნიშნა, აფხაზეთი და სამაჩაბლო საერთო ტკივილია და საჭიროა ამ მიმართულებით კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
„სამწუხაროდ, დღეს დიპლომატიური კორპუსის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ შეშფოთებით შემოიფარგლება და არ არის საკმარისი. პირველ რიგში, აუცილებელია არსებობდეს პოლიტიკური ნება ურთიერთობების დალაგების თავლსაზრისით“ – აღნიშნა არღვლიანმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას დაისვა ასევე ვეტერანთა ფინანსური დახმარების გაზრდის საკითხიც. როგორც პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ვიქტორ ცაავამ აღნიშნა, 9 წელიწადია გრძელდება ვეტერანთა საკრალურ 22-ლარიან დახმარებაზე საუბარი და მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის მხრიდან ვეტერანებთან მიმართებაში.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში კობა კილაძემ განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედი პროგრამების სტატისტიკა თვალნათლივ აჩვენებს, რომ აგრარული მიმართულების პროგრამებში ჩართულია და ამ სიკეთეებით სარგებლობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ძალიან მცირე (უმნიშვნელო) ნაწილი. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროგრამების უმრავლესობა პირველადი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შენახვასა და გადამუშავებაზე ან კიდევ მრავალწლიანი კულტურების გაშენების ან არსებულის რეაბილიტაციის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
 „ჩვენ ვფიქრობთ, რომ სპეციალური პროგრამა (თუნდაც
საპილოტე), რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები ამ მოწყვლადი ჯგუფიდან შეძლებდნენ თავიანთ კუთვნილ ნაკვეთებზე ერთწლიანი კულტურების მოყვანას, საშუალებას მოგვცემდა გაგვეზარდა ერთიან აგროპროექტში ჩართული ბენეფიციარების რიცხვი, რაც გამოიწვევდა პროგრამების ფარგლებში მიღებული სიკეთეების გადანაწილებას მოსახლეობის ფართო მასებზე და მათ ჩართულობას საერთო სახალხო დოვლათის შექმნაში“ – განაცხადა კობა კილაძემ.

მოწვეული სპეციალისტის ექსპერტ ფინანსისტის გიორგი მიქაიას მოსაზრებით, ეკონომიკის სტიმულირებისთვის კარგი იქნებოდა მაღაი ინფლაციის პირობებში, რეფინანსირების განაკვეთი დაბრუნდეს მიზნობრივ ნიშნულზე.
„ხომ არ არის შესაძლებელი დამატებითი რესურსის მოზიდვა ან ხელშეწყობა გარკვეული პროექტების, რომელიც უცხოეთიდან პირდაპირი ინვესტიციების მიღებას შეუწყობდა ხელს, ან საპრივატიზაციო ქონების უფრო აქტიურად პრივატიზება“ – აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი მიქაიამ.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=HUQedSD-BM0[/embedyt]

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*