პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობაში, პირველ რიგში, ხელისუფლებაა დაინტერესებული – ფრიდონ ინჯია

👉 პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობაში, პირველ რიგში, ხელისუფლებაა დაინტერესებული – ფრიდონ ინჯია

🔹 „თუ ვინმეს უნდა ჯანმრთელად ჰყავდეს პატიმარი სააკაშვილი, პირველ რიგში, ეს არის ხელისუფლება. მე ვფიქრობ, ხელისუფლება ყველანაირად დაინტერესებულია იმაში, რომ ის იყოს ჯანსაღად იქ, სადაც არის. რა თქმა უნდა, ყველა პატიმარი უნდა იყოს დაცული, და სახელმწიფო პასუხისმგებელია მათ ჯანმრთელობაზე… რამე რომ მოუვიდეს პატიმარ სააკაშვილს, და ამაში დამნაშავე იყოს სახელმწიფო, ეს იქნება დიდი პრობლემა ხელისუფლებისთვის და უარყოფითი იმიჯი – მთლიანად ქვეყნისთვის“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” პირდაპირ ეთერში.

🔹 დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ სახელმწიფო ვერ უმკლავდება პატიმრის მკურნალობას, ამ შემთხვევაში თავად სახელმწიფომ უნდა მიმართოს დახმარებისთვის სხვა ქვეყანას, იმ მიზნით, რომ ჩამოიტანონ ან აპარატურა, ან მედიკამენტები და ყველაფერი, რაც საჭიროა პატიმრის სამკურნალოდ.

🔹 „რა თქმა უნდა, დედა და მამა იტყვიან, წაიყვანეთ უცხოეთში, მაგრამ აქ სასამართლომ უნდა აჩვენოს თავისი დამოკიდებულება, რადგან საქართველოსთვის ეს უპრეცედენტო საქმეა, და რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანს, ის უნდა იყოს ძალიან არგუმენტირებული, რადგან ის ხანგრძლივი მსჯელობის საგანი გახდება“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔹რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გეგმებს საქართველოში დაბრუნების დროს, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ ციხეში ყოფნა მის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა.

🔹„დაკავება მის გეგმებში არ იყო, შესაძლოა, სხვების გეგმაში იყო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ დაკავება მას აზრად არ ჰქონდა. მან იცოდა, რომ მას ვერ კი არა, არ დააკავებდნენ. ალბათ ფიქრობდა, რომ ამისთვის საზოგადოების აზრი მომზადებული იყო, და მას ელოდნენ. გეგმის გარეშე, მისი ჩამოსვლა გამორიცხული იყო, თუმცა რა იყო მისი გეგმა, ეს აუცილებლად გამოჩნდება“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*