რაც მეტი შეხვედრა იქნება უფრო მეტი შესაძლებლობა და შეხების წერტილი ჩნდება და ამით შეიძლება დაჩქარდეს ომის შეჩერება – ფრიდონ ინჯია

🔹 რაც მეტი შეხვედრა იქნება, უფრო მეტი შესაძლებლობა და შეხების წერტილი ჩნდება და ამით შეიძლება დაჩქარდეს ომის შეჩერება.
🔹 ომი უნდა დამთავრდეს!
🔹 „ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შეიძლება უკრაინის გადარჩენა, და ღმერთმა მათ მისცეს ნება, რომ ეს განახორციელონ.“
🔹 „მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ აქვს უკრაინას შანსი, რომ როგორიც არის დღეს, ისეთი უკრაინა იყოს, ეს ნება უნდა გამოხატონ შეხვედრების ფორმატში. მათ შეიძლება გადაარჩინონ უკრაინა. ამის იმედი მაქვს, რომ მიხვდებიან, რომ სხვა გზა აქ არ არსებობს.“
🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში გადაცემა – „დღის კომენტარში“ სტუმრობისას.
🔹 ფრიდონ ინჯიამ მწუხარება გამოთქვა იმ მძიმე მდგომარეობის გამო, რომელშიც დღეს იმყოფება უკრაინის მოსახლეობა და პირველ რიგში ქალები, ბავშვები მოხუცები.
🔹 „რაც შეეხება მოლაპარაკებებს და შეხვედრებს, უნდა გითხრათ, რომ რაც მეტი შეხვედრა იქნება, უფრო მეტი შესაძლებლობები და შეხების წერტილები ჩნდება ხოლმე და თუ ეს იქნება კიდევ უფრო მაღალ დონეზე, იქნება უფრო კარგი და შეიძლება დაჩქარდეს ომის შეჩერება. ომი უნდა დამთავრდეს. რადგან ის მდგომარეობა, რაც უკრაინაშია, არ ეხება მარტო უკრაინას, ეს ეხება მთელს მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს“ – განაცხადა გადაცემაში სტუმრობისას ფრიდონ ინჯიამ.
🔹 რა გზა რჩება უკრაინას, რომ ეს დასრულდეს და კიდევ უფრო მეტი არ დაკარგოს ქვეყანამ?ჟურნალისტის კითხვაზე ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, რომ კვლავ დიალოგი რუსეთთან და არა სირბილი ევროპის ქვეყნებში შეიარაღების მისაღებად.
🔹 „მე ვფიქრობ, პირველ რიგში, დიალოგი რუსებთან, ამიტომ ვთქვი, რაც მეტი იქნება შეხვედრა და დიალოგი, უფრო მეტი შეხების წერტილი გამოჩნდება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
🔹 მისი თქმით, თავის დროზე, სანამ ომი დაიწყებოდა, მან განაცხადა, რომ ერთადერთი გზა უკრაინის გადარჩენის იქნებოდა მინსკის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება, მაშინ ეს დანგრეული ქალაქები არ იქნებოდა და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ უკრაინის შემადგენლობაში.
🔹 „მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ასე იქნება. ეს ოლქები იქნებოდნენ განსაკუთრებული სტატუსის მქონე სუბიექტები. ეს იქნებოდა გადარჩენა უკრაინისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც დაიღუპა და ევროპისთვისაც. ეს იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს უკვე ისტორიას ჩაბარდა, ეს უკან არ დაბრუნდება, იქნება უარესი პირობებით, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო უარეს მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინა. ამიტომ მე ვურჩევდი, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკება, თუნდაც უმაღლეს დონეზე, მანამდე კი ალბათ ბელორუსის ტერიტორიაზე შეხვედრები უნდა გაგრძელდეს“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
🔹 როგორც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ აღნიშნა, „დღეს უკრაინას მეტი დამოუკიდებლობა აქვს, ვიდრე ჰქონდა ომის დასაწყისში“.
🔹 „იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე, ვგულისხმობ ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრა შეხვედრისთვის არ იყოს, ამისთვის “ბელორუსის შეხვედრების ფორმატში” უნდა გაიარონ ყველაფერი და რაც შეიძლება მეტი საშუალება ნახონ, რომ მეტი საერთო წერტილები იპოვონ თუ რა შეიძლება ამ მდგომარეობიდან მიიღოს უკრაინამ. მე ვფიქრობ, რომ ჯერ უკრაინას აქვს შანსი, რომ როგორიც არის დღეს, ისეთი უკრაინა იყოს, ეს ნება უნდა გამოხატონ შეხვედრების ფორმატში. მათ შეიძლება გადაარჩინონ უკრაინა. ამის იმედი მაქვს, რომ მიხვდებიან, რომ სხვა გზა აქ არ არსებობს.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*