როდესაც საქართველო დაიკავებს თავის ღირსეულ ადგილს ამიერკავკასიაში, მაშინ ევროკავშირი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს გაწევრიანების შესახებ – ფრიდონ ინჯია

📍 როდესაც საქართველო დაიკავებს თავის ღირსეულ ადგილს ამიერკავკასიაში, მაშინ ევროკავშირი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს გაწევრიანების შესახებ – ფრიდონ ინჯია

🔹 როდესაც საქართველო დაიკავებს თავის ღირსეულ ადგილს ამიერკავკასიაში, რომელიც მას ეკუთვნის, და თუ განხორციელდება ის ეპოქალური მეგაპროექტი, რომელიც შავი ზღვის გასწვრივ ენერგომატარებლების ტრანზიტს უზრუნველყოფს, მაშინ, შესაძლოა, ევროკავშირმა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების შესახებ.

🔹 ამის თაობაზე პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები ინტერპელაციის წესით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უსმენდნენ.

ფრიდონ ინჯიას თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და საჭიროა ასეთივე პოლიტიკური გადაწყვეტილება მის მისაღებად.

🔹 „რაც დღეს აქ ხდება, ეს არის მეორეხარისხოვანი და სახელმწიფოს არ სჭირდება. ეს არის დადგმული, რომ პასუხისმგებლობა აგკიდონ თქვენ პირადად და ხელისუფლებას… ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი და, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გვინდა ევროკავშირში. ეს იქნება ისეთივე პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორიც თავის დროზე ბალტიისპირეთის ქვეყნებთან მიმართებაში მიიღეს. დღეს რაც გვაქვს, და რასაც თქვენ მიაღწიეთ ამ წლების განმავლობაში, ეკონომიკური წინსვლა, ეს არის ყველაფრის მაჩვენებელი. ასე გააგრძელეთ, და როგორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იყო საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება, ასეთივე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება საქართველოს მიღება. როდესაც საქართველო დაიკავებს იმ ადგილს ამიერკავკასიაში, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის და თუ განხორციელდა ის ეპოქალური მეგაპროექტი, რომელიც წამოიწყეთ და რომელიც შავი ზღვის გასწვრივ ენერგომატარებლების ტრანზიტს უზრუნველყოფს, ეს იქნება უდიდესი გამარჯვება, და მაშინ ევროკომისრები ჯერ საქართველოში ჩამოვლენ და მერე გადავლენ აზერბაიჯანში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*