საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსისა და მისიების მუშაობის შესახებ გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

👉 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსისა და მისიების მუშაობის შესახებ გაამახვილა ყურადღება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

👉 „ვინ აგებს პასუხს ზოგიერთი მოქმედი ევროპარლამენტარის ან ყოფილი პოლიტიკოსის, უსაფუძვლო, მიკერძოებულ, სიცრუის ტირაჟირებით ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებზე, და ამ დროს, ჩვენ იმ ქვეყანაში, სადაც ეს საერთაშორისო ინსტიტუტებია, გვყავს მაღალანაზღაურებადი ელჩი თავისი დიპლომატიური კორპუსით, რომლის პირდაპირი მოვალეობაა არ დაუშვას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები“ – ფრიდონ ინჯია.

👉„დროა, შესაბამისმა სამინისტროებმა, სტრუქტურებმა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა განახორციელონ შესაბამისი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ზემოთ აღნიშნული პრობლემების მყისიერად გადასაწყვეტად.“ – ფრიდონ ინჯია.

📍 „მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ საპარლამენტო რესპუბლიკა და ჩვენი მოვალეობაა, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, ქვეყნის ყველა სამთავრობო უწყების მიმართ განვახორციელოთ კანონით მონიჭებული ზედამხედველობის და კონტროლის ფუნქცია. ამას პირველ რიგში აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობა, რადგანაც ის არის პასუხისმგებელი ყველაფერ ამაზე.

🔹 მიუხედავად ამისა, ჩვენ პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ვთვლით ჩვენს თავს კონსტრუქციულ ოპოზიციად და აღებული გავქვს ვალდებულება მოგახსენოთ ჩვენი ხედვა, შენიშვნები იმ ნაკლოვანებებზე, რასაც ჩვენ ვამჩნევთ. ამასთანავე, ვცდილობ წარმოგიდგინოთ გამოსწორების გზები და მეთოდები. გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ.

🔹 ქვეყნის პარლამენტი ის ძირითადი ორგანოა, რომელიც ქმნის სახელმწიფოში საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად.

🔹 მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსისა და მისიების მუშაობის ეფექტურობის შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს სახეს და აკისრიათ უდიდესი როლი ქართული სახელმწიფოს წარმოჩენისა და მშენებლობის საქმეში.

🔹 ჩემთვის გარკვეულ წილად ბუნდოვანი და გაუგებარია, საზღვარგარეთ მოღვაწე საქართველოს ელჩების და დიპლომატიური კორპუსის თანამდებობის პირების დანიშვნის მექანიზმი. ამ დროს ჩვენ პარლამენტში ვამტკიცებთ და ვნიშნავთ სხვადასხვა უწყებების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსაც კი და ვისმენთ მათ საქმიანობას, ანგარიშებს.

🔹 ვიღებთ კანონებს, ვეტოს შემთხვევაშიც კი და ამ დროს, თვეობით ელჩები ვერ დაგვინიშნავს?! რასთან გვაქვს საქმე ეს თქვენთვის მიმინდვია.

🔹 ეხლა ვნახოთ ელჩებთან მიმართებაში რა ხდება. მაშინ როდესაც, ელჩების შინაარსობრივი სტატუსი 100-ჯერ მაღლა დგას ვიდრე, მაგალითისთვის კვლავ, სხვადასხვა უწყების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა, სადაც საბჭოს წევრებს ვამტკიცებთ, ხოლო ელჩების დანიშვნა ან არ დანიშვნა ყურადღების მიღმა რჩება. ამ დროს, ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ.

🔹 ავიღოთ მაგალითისთვის, საქართველოს ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ვინ არის ის? რა გააკეთა? რა კრიტერიუმით დაინიშნა? ჩემი აზრით, მას არავინ არ იცნობს, მას არაფერი არ გაუკეთებია და თუ გაუკეთებია, ვინმემ გვითხრას თუ რა გააკეთა? გვითხარით, ვინ აგებს პასუხს იმ ზოგიერთი მოქმედი, ევრო პარლამენტარების ან ყოფილი პოლიტიკოსების, უსაფუძვლო, მიკერძოებული, სიცრუის ტირაჟირებით ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებზე და ამ დროს, ჩვენ, იმ ქვეყანაში, სადაც ეს საერთაშორისო ინსტიტუტებია, გვყავს მაღალანაზღაურებადი ელჩი თავისი დიპლომატიური კორპუსით, რომლის პირდაპირი მოვალეობაა არ დაუშვას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, ყველა ღონე იხმაროს იმისთვის, რომ იმ სახელმწიფოში, სადაც მისი მოქმედების არეალია, სწორი და უტყუარი ინფორმაცია მიაწოდოს მსოფლიო საზოგადოებას, მიაწოდოს ყველა გზებით, ხერხებით, მუდმივ რეჟიმში ტირაჟირება გაუკეთოს მას, თვითონ გააკეთოს განცხადებები, გამოსვლები, პრეს-კონფერენციები და ასე შემდეგ, საინფორმაციო ბუკლეტების გამოშვებით და გავრცელებით. მოკლედ, ახადოს ფარდა სიცრუეს. დღე და ღამე არ უნდა ეძინოს, უნდა იყენებდეს ქართველი კაცის ნიჭს, უნარს და მარიფათს. ამ დროს, ამ მხრივ, იქ საფრანგეთში, სრული სიცარიელეა, როდემდის ?!

🔹 ასევე, მინდა ავღნიშნო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ელჩებისა და დიპლომატების როლი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მხედველობაში მაქვს, ინვესტიციების მოზიდვა, თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა ქვეყანაში. საგარეო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყნებს შორის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება და მისი რაოდენობრივი მაჩვენებელი, რაც ჩემი აზრით, მათი საქმიანობის შეფასებისას, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს და ამასთანავე, მათ დიპლომატებს და მისიის თანამშრომლებს, მოტივაცია უნდა ჰქონდეთ, ეს იქნება ფინანსური თუ თანამდებობრივი.

🔹 მივესალმები ჩვენი ხელისუფლების ქმედებებს, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა. მსოფლიო იცვლება ყოველდღიურად, მიდის ყველაფრის თავიდან გადანაწილება და დალაგება. ჩვენ გვმართებს ამ პროცესების მიღმა არ დარჩენა. მოვძებნოთ ჩვენი ადგილი, უფრო პრაგმატული ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ნუ დავკარგავთ დროს და ენერგიას ამ საკითხებზე, რაც საქართველოს ინტერსებში არ შედის. ზოგ შემთხვევაში, დავეშვათ მიწაზე. ილუზიებში ნუ ვიქნებით, ზედმეტად ნუ ავყვებით, შევიკავოთ თავი, არ ვიჩქაროთ, შევხედოთ ყველაფერს საღი გონებით და ეს ყველაფერი, კვლავ, საქართველოს ინტერსებიდან გამომდინარე. რა იქნება 15-20 წლის შემდეგ, ცხოვრება გვაჩვენებს, ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ამ პროცესიის მართვა ან მასზე ზემოქმედება.

🔹 დროა, შესაბამისმა სამინისტროებმა, სტრუქტურებმა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა განახორციელონ შესაბამისი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ზემოთ აღნიშნული პრობლემების მყისიერად გადასაწყვეტად.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*