საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დელეგაციას შეხვდა

🔹 “უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უკვე შეცვლილი არჩევის წესი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი კვორუმით, 90 დეპუტატის თანხმობით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევას, ვერ ხორციელდება და ვიღებთ არაეფექტურ, ყოველ 6 თვეში კომისიის თავმჯდომარის არჩევის პრაქტიკას, რაც არ არის სასარგებლო, მისაღები, და უფრო მეტიც, არის ხელის შემშლელი ფაქტორი კომისიის მუშაობის პროცესში. ეს არის მმართველი პარტიის მარცხი და უკან დახევა”.

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა.

🔹 ეუთო/ოდირის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანია ანგარიშში წარმოდგენილი მიგნებებისა და რეკომენდაციების განხილვა, არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის და პრაქტიკის ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან კიდევ უფრო მჭიდრო შესაბამისობაში მოყვანა და სამომავლო თანამშრომლობის სფეროებისა და კონკრეტულად გადასადგმელი ნაბიჯების განსაზღვრა.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის თქმით, „საარჩვენო კოდექსში ახალი ცვლილების თანახმად, არჩევნების პროცესი 70%-მდე ელექტრონული სისტემით ჩატარდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იმ 30%-მდე, Tu 30%-ზე ზევით, საარჩევნო უბნებზე იყოს დაწესებული საარჩევნო პროცესის განსაკუთრებული კონტროლი, რადგანაც სწორედ ამ ნაწილშია ყველაზე დიდი საშიშროება არჩევნების გაყალბების. ამიტომ, აუცილებელია, ამ კონკრეტული სიტუაციისადმი განსაკუთრებული მიდგომა, გაყალბების თავიდან აცილების მიზნით“.

🔹 ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ დღემდე დიდ პრობლემად რჩება არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც გამოიხატება ამომრჩევლებისადმი ზეწოლაში.

🔹 „არსებულ პროექტში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა გამკაცრებულია, მაგრამ ეს მე არ მიმაჩნია საკმარისად. უნდა იყოს დასჯის ისეთი მეთოდი, რომ ადამიანს გაყალბება არ უღირდეს“- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*