“ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს სახელმწიფო საქმეებში უხეშ ჩარევად შეაფასა ევროპარლამენტის დოკუმენტი, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებენ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას

🔹ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო დოკუმენტს, რომელშიც ჩადებულია მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია სახელმწიფო საქმეებში უხეშ ჩარევად აფასებს.

🔹 “ეს არის ცალსახად საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ეს არის შეურაცხყოფა სახელმწიფოსი, კონსტიტუციის, იმ კანონების, რომელიც ავლენს დამნაშავეს. პრაქტიკულად, გვეუბნებიან, გაათავისუფლე დამნაშავეო. დამნაშავე არის დამნაშავე, არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, არამედ, მათი კანონმდებლობითაც. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მიუხედავად მისი პოლიტიკური ხედვისა თუ სტატუსისა“, – განაცხადა დეპუტატმა ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა“.

🔹 დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მიზნით და გამოიყენოს ეს როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება.

🔹 რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეს, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თუ მათ რაიმე დანაშაული ჰქონდათ, შესაბამის უწყებებს ცოტა ადრე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება მათთან მიმართებაში, სანამ ჯაფარიძე – ხაზარაძე პოლიტიკაში ჩაერთვებოდნენ.

🔹 „ამისთვის იყო მთელი 7-8 წელი და მეტიც კი. ამიტომ, აქ ცოტა სხვანაირად არის საქმე. მიუხედავად ამისა, ესეც საქართველოს ხელისუფლების საქმეა“, – დასძინა დეპუტატმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*