საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მსოფლიოში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებს განიხილავს.

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მსოფლიოში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებს განიხილავს.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ამის შესახებ საკითხი დღის წესრიგში უმაღლეს საკანომდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე დააყენა.

🔹 „როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში კოვიდი და მასთან დაკავშირებული მთელი ეს უბედურება რაც მსოფლიოს თავს დაატყდა, თითქოს მიწყნარდა. მიმაჩნია, რომ საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კოვიდთან მიმართებაში საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა. დღეს, მე მიმაჩნია, რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო იყოს შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც განიხილავს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებს ჩვენი მოსახლეობისთვის“ – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისი თქმით, მას მხედველობაში აქვს იმპორტ-ექსპორტის საკითხი სხვადასხვა სასურსათო პროდუქციაზე.

🔹 როგორც პლენარულ სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ერთი გოჯი მიწაც არ დარჩეს დაუმუშავებელი.

🔹 „მიმაჩნია, რომ გლეხებს, რომლებსაც გააჩნიათ ერთიდან 3 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის სავარგული, სახელმწიფომ უნდა განიხილოს მათთვის დახმარების საკითხი, როგორც კულტივატორებით, ასევე საწვავით. გარდა ამისა, სახელმწიფომ შესაძლოა აკრძალოს მინერალური სასუქის გატანა, რომელსაც საქართველო აწარმოებს, რათა პირველ რიგში, დაკმაყოფილდეს საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნები“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე ასევე, ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მოწვევის შესახებ „მინისტრის საათის“ ფორმატში, რათა მან ფინანსთა მინიტრთან ერთად წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდეს სახელმწიფო ახალ გამოწვევას, რაც მსოფლიოში დღეს მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

🔹 „ხომ არ არის შესაძლებელი პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ცოტა ადრე მოვიწვიოთ სოფლის მეურნეობის მინიტრი, ფინანსთა მინისტრთან ერთად, იმისთვის, რომ მან წარმოადგინოს გეგმა, თუ, როგორ შეხვდება სახელმწიფო იმ შესაძლო კრიზისს, რაც შეიძლება გამოიწვიოს მსოფლიოში დღეს მიმდინარე მოვლენებმა.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*