საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ევროპარლამენტარებს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრაზე დაუსვა ის კითხვები რომელიც ამომრჩევლებს და ქართულ საზოგადოებას აინტერსებს ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებით

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ევროპარლამენტარებს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრაზე დაუსვა ის კითხვები, რომელიც ამომრჩევლებს და ქართულ საზოგადოებას აინტერსებს ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებით.

🔹 თქვენ ბრძანდებით ევროპის პარლამენტის წევრები, რომლებსაც დელეგირებული გაქვთ თქვენი ქვეყნებიდან ადგილები ევროპის პარლამენტში. მე კი გახლავართ საქართვლოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი წესით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი.

🔹 კოლეგებო, მინდა მოგმართოთ რამდენიმე კითხვით და გთხოვთ მიპასუხოთ:

➡️ ევროკავშირი ათეული წლებია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში იგი იღებდა სხვადასხვა სახელმწიფოებს თავის წევრებად დაწყებული 1957 წლიდან. დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების რაოდენობა გახლავთ 27.

ამ ხნის განმავლობაში, ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანდნენ ევროკავშირში არავის არ წაუყენებია მათთვის რთული მოთხოვნა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. (პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია ესტონეთი და სხვა). კანდიდატის სტატუსის ცნებაც კი არ არსებობდა. რამ განაპირობა ამ სტატუსის შემოღების აუცილებლობა დღეს საქართველოსთვის და რას აძლევს პრაქტიკულ კონტექსტში კანდიდატის სტატუსი საქართველოს იმაზე მეტს, ვიდრე ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული?

➡️ ევროკავშირის 12 პუნქტიდან ერთერთ მოთხოვნას წარმოადგენს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება. იკვეთება, რომ ჩვენ ზეწოლით უნდა მივიღოთ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ამიხსენით მაშინ როგორ მიიღო მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი, როცა მას არ მიუღია ეს კანონი?

🔹 ამავდროულად მოლდოვა, რომელმაც მიიღო ეს სტატუსი, უკრაინაზე არ ვსაუბრობთ ის ომობს, გახლავთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგრეთ წოდებული დსთ-ს წევრი ქვეყანა და კონსტიტუციით გარანტირებული აქვს სამხედრო ნეიტრალიტეტის სტატუსი.

🔹 ამ დროს საქართველო მოლდოვას ყველა პარამეტრებით უსწრებს.

🔹 საქართველომ ნატოს ყველა სამხედრო ოპერაციებში მიიღო მონაწილეობა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას, თქვენი ცხოვრების კეთილდღეობას 32 ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა და ასეული დაჭრილ-დასახიჩრებული მებრძოლი გვყავს. განსხვავებით, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნებისა, რომლებსაც საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა მსგავს ოპერაციებში, არა თუ მსხვერპლი გაეღოთ.

🔹 ამ ქმედებით თქვენ, ქვეყანაში გაამძაფრეთ დაპირისპირება, ანუ თქვენს ენაზე პოლარიზაცია, რომელი ცნებაც ასე მოგონილი გაქვთ თქვენ, იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება გადააბაროთ დესტრუქციულ ძალებს, რომლებსაც ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის არც მხარდაჭერა და არც ნდობა არ გააჩნიათ. თუმცა, ამ ძალებშიც არიან პიროვნებები, რომლებსაც მართლაც უყვართ საქართველო, ჩვენი ქვეყანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*