საპარლამენტო საგამოძიებო კომისია სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებების გადახედვის მიზნით არ იქმნება მან უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი სახელმწიფოს ღალატს – ფრიდონ ინჯია

📍 საპარლამენტო საგამოძიებო კომისია სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებების გადახედვის მიზნით არ იქმნება; მან უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სახელმწიფოს ღალატს – ფრიდონ ინჯია

📍 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არ იქმნება იმისთვის, რომ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებები გადაიხედოს, სადაც ცალსახად ნათქვამია, რომ ქართული ჯარი უდანაშაულოა.

📍 ამის შესახებ გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

🔶 დეპუტატმა აღნიშნა, რომ კომისიამ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი წინასწარ შეთანხმებულ მოღალატეობრივ გადაწყვეტილებებს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან და შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება.

🔶 „საგამოძიებო კომისიამ პასუხი უნდა გასცეს შემდეგ შეკითხვებს:

❓ შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება?

❓ რატომ დაკარგა საქართველომ ტერიტორიის 20% და შეიძლებოდა თუ არა ამ ტერიტორიების გადარჩენა?

❓ შეიძლებდა თუ არა უდანაშაულო ადამიანები არ დაღუპულიყო, და 30 000 ადამიანი თავის ქვეყანაში ახალი ლტოლვილი არ გამხდარიყო, ხოლო 150 000 მოსახლეს სახლ-კარი არ დაეკარგა.

❓ ხელისუფლების რა გადაწყვეტილებები უძღოდა წინ 2008 წელს?

❓ იგივე 2007 წლამდე სტრატეგიული ობიექტების ჩალის ფასად გასხვისება, რაც სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მყიდველმა ეს ობიექტები იაფად იყიდა… რა იყო სხვაობა სახელმწიფო ხაზინაში შესულ თანხასთან შედარებით?

❓ რატომ ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლი?

❓ იგივე კოდორის ხეობის ზემო აფხაზეთად გადარქმევა, რითაც გარკვეულ წილად აფხაზეთის რეგიონი გააფართოვეს ისევე, როგორც გააფართოვეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები. ეს ყველაფერი წინასწარ მომზადდა.

❓ რატომ ჩააბარეს უბრძოლველად კოდორის ხეობა?

❓ რატომ და როგორ აღმოჩნდა უეცრად ახალგორი, რომელიც ქართული მხარის კონტროლქვეშ იყო, მოწინააღმდეგის კონტროლქვეშ და კიდევ სხვა.

როდესაც ეს ყველაფერი დაიდება, მაშინ გასაგები გახდება, ვინ რას აკეთებდა და ვისი დავალებით. მე ახლავე შემიძლია 10-მდე პიროვნება ჩამოვთვალო, რომლებიც იღებდნენ გადაწყვეტილებებს 2008 წლის ომთან მიმართებაში და რომლებიც ახლაც აქტიურად იბრძვიან იმისთვის, რომ როგორმე საქართველოში მეორე ფრონტი გახსნან“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატის თქმით, მისთვის მოულოდნელი არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა და რეაქცია მის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რადგან ისინი თავად იყვნენ ამ ომის შემოქმედნი.

🔶 ამასთანავე დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, სურვილის შემთხვევაში, გააჩნდა საჭირო ბერკეტები იმისთვის, რომ ეს ომი თავიდან აერიდებინა საქართველოსთვის, ისევე როგორც თავიდან აერიდებინა დღევანდელი ომი უკრაინისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*