საფრანგეთში ელჩი ვერ შეარჩიეთ, რომელიც სახელმწიფოს საქმეს აკეთებდეს… საქმე თუ არ შეგიძლიათ, წადით სახლში – ფრიდონ ინჯია

👉„საფრანგეთში ელჩი ვერ შეარჩიეთ, რომელიც სახელმწიფოს საქმეს აკეთებდეს… საქმე თუ არ შეგიძლიათ, წადით სახლში.“ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვლადიმერ კონსტანტინიდის მიმართა.

🔹 როგორც საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საფრანგეთში საქართველოს ელჩის უმოქმედობა სახელმწიფოს საქმეს აზიანებს, ხოლო საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ ვერ უზრუნველყო ელჩის ახალი კანდიდატურის შერჩევა.

🔹 „თუ ჩემი კითხვებიდან რამე დასკვნას გააკეთებთ, კარგი იქნება, იმიტომ, რომ კიდევ მობრძანდებით პარლამენტში და უკვე ასე თბილად არ დაგელაპარაკებით. საქმე გააკეთეთ და თუ არ შეგიძლიათ, წადით სახლში. იმის არ იყოს, იმხელა ქვეყანაში – საფრანგეთში ელჩი ვერ მოიყვანეთ, ვერ შეარჩიეთ, ვერ გადაწყვიტეთ, ყველამ, ვისაც ეხება ეს. იმხელა ქვეყანაში ელჩი არ არის, რომელიც უნდა აკეთებდეს სახელმწიფოს საქმეს. ეს თქვენ გეხებათ“, – განაცხადა დეპუტატმა ინჯიამ.

🔹 თავის მხრივ, მინისტრის მოადგილემ დეპუტატის კითხვაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩი საფრანგეთში გამოწვევის რეჟიმშია, და სამინისტროს ხელმძღვანელობას აქვს ძალიან მყარი მოტივაცია და გადაწყვეტილება გააძლიეროს საფრანგეთის მიმართულება.

🔹 „შეფასებით კატეგორიაში შესვლა ამ ფორმატში გამიჭირდება, თუმცა ვიტყვი, რომ ახლო მომავალში, ალბათ, ახალი კანდიდატურა იქნება წარდგენილი. იმედი გვაქვს, ახალი კანდიდატურა თქვენს და ყველას მოლოდინებს გაამართლებს იმიტომ, რომ საფრანგეთი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, მეტნაკლებად სკეპტიკური ქვეყანაა, და მეტი მუშაობაა საჭირო. ამიტომ სამინისტროს ხელმძღვანელობას აქვს ძალიან მყარი მოტივაცია და გადაწყვეტილება გააძლიეროს ეს მიმართულება“, – აღნიშნა კონსტანტინიდიმ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*