საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როცა არ შეუერთდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ – ფრიდონ ინჯია

🔹 „საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როცა არ შეუერთდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ასეთივე პოზიცია დაიკავა თურქეთმა, რომელიც ერთის მხრივ უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის უკრაინას, ხოლო მეორეს მხრივ ვაჭრობს რუსეთთან მთელი თავისი შესაძლებლობებით. ასეთივე პოზიცია დაიკავა იგივე აზერბაიჯანმა და სომხეთმა“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში გადაცემა „დღის კომენტარში“ სტუმრობისას.
🔹 მისი თქმით, დღეს არის საუბარი იმის შესახებ, თუ ვინ აფინანსებს რუსეთს და ვინ აფინანსებს უკრაინას? რუსეთს აფინანსებენ ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები სავაჭრო ურთიერთობების გზით და ამავე დროს ისინი აფინანსებენ  უკრაინას და უზრუნველყოფენ მას სამხედრო ტექნიკითაც.
🔹 „როცა საუბრობენ, თუ ვინ აფინანსებს რუსეთს, ვინ აფინანსებს უკრაინას, ალბათ მაინც ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტი დაფინანსება მათ შეიძლება ჰქონდეთ ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აშშ-ს არ შეუწყვეტია ურანის შეძენა რუსეთში. ასევე, საფრანგეთს. იგივე შეიძლება ითქვას ვოლფრამთან დაკავშირებით, ასევე არგონთან დაკავშირებით. გაზზე და ნავთობზე რომ არ ვისაუბროთ. ისინი თავიანთი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, ახლაც ახორციელებენ საბანკო ოპერაციებს. ასეთივე, მიდგომები აქვს მრავალ სხვა ქვეყანას – ჩინეთს, უნგრეთს და ასე შემდეგ. ჩვენ საქართველოს არც ვოლფრამი გვაქვს, არც გაზი, არც ნავთობი და არც ურანი, მაგრამ ჩვენთვის ურანზე და ოქროზე უფრო ძვირად ფასობს ხორბალი და ზეთი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ძალიან სჭირდება, რომელიც ყოველდღიურ მოხმარებაშია. ამიტომ, მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა სწორი ნაბიჯი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ეს ძალიან მისასალმებელია“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას საგანგებო ჯგუფი – ორგანო, რომელიც უფრო დეტალურად იმუშავებს იმისთვის, რომ ომით გამოწვეულმა უარყოფითმა მოვლენებმა, რაც შეიძლება ნაკლებად დააზარალოს საქართველო.
🔹 ფრიდონ ინჯიამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს არსებულ პოლიტიკურ კურსს არ გადაუხვევს და პრინციპულად იქნება ამ პოზიციაზე. მაგრამ მეორეს მხრივ, მისი თქმით, გარკვეულ ეჭვებს ჰბადებს მიმართვები უკრაინიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
🔹 „მე ძალიან მაინტერესებს და გაუგებრობაში ვარ, როგორ შეიძლება, ომია და დაიწყო მიმართვები საქართველოს ხელისუფლებისადმი..? ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ნიშნავს. საინტერესოა, რატომ არ ერევა იგივე ბელორუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის (რომელიც ვაჭრობს რუსეთთან) შიდა საქმეებში? რატომ არ იწვევს ელჩებს სხვა ქვეყნებიდან? მე ეჭვი მაქვს, რომ ამ ძალას, რომელმაც „შეაცდინა“ ზელენსკი (უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი), კავშირი აქვს ჩვენს შიდა ოპოზიციასთან. რადგან ხშირ შემთხევაში, მათი რიტორიკა და ქმედებები ეჭვს ჰბადებს, რომ აქ უფრო სიღრმისეული კავშირია ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელსაც არეულობა სურს ქვეყანაში“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*