საქართველოში სამხედრო ნეიტრალიტეტზე საუბარი დღეს არც არგუმენტირებული და არც მისაღები არ არის – ფრიდონ ინჯია

👉 საქართველოში სამხედრო ნეიტრალიტეტზე საუბარი დღეს არც არგუმენტირებული და არც მისაღები არ არის – ფრიდონ ინჯია

🔹 საქართველოში სამხედრო ნეიტრალიტეტზე საუბარი დღეს არც არგუმენტირებული და არც მისაღები არ არის. ამის შესახებ ტელეკომპანია „Georgian Times“-ის პირდაპირ ეთერში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

🔹 „ქვეყანას რაც მეტი უსაფრთხოების გარანტიები ექნება, მით უკეთესია. დღეის მდგომარეობით, როდესაც მიმდინარეობს გადანაწილება, როდესაც ორი დიდი “მონსტრია” და შუაში უკრაინელები ასეთ მდგომარეობაში იმყოფებიან, ამ დროს ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი, მე მგონია, რომ ეს შორს არის იმისგან, რაც საქართველომ შეიძლება მიიღოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔹 მისი თქმით, პროცედურულად ქვეყნის ნეიტრალიტეტის შესახებ რეზოლუცია გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა-სახელმწიფომ უნდა მიიღოს და ამ რეზოლუციას უნდა შეუერთდეს ნეიტრალიტეტის მსურველი ქვეყნის მეზობელი სახელმწიფოებიც.

🔹 „ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ნეიტრალიტეტზე საუბარი არ არის არგუმენტირებული, მით უფრო, რომ ომი არ დასრულებულა… დღეს ნატოს სამიტი იყო, სადაც საქართველოსა და უკრაინის მიმართ ალიანსის მხრიდან მხარდაჭერაზე იყო საუბარი. ნეიტრალიტეტზე დღეს საუბარი საქართველოში არ გამოვა და მისაღები არ არის. უფრო მეტიც, კონსტიტუციაში ნათლად წერია ევროატლანტიკური კურსის შესახებ და ჯერჯერობით ამ მუხლს ძალა აქვს“, – განაცხადა ინჯიამ და ხაზი გაუსვა, რომ როგორ შეიძლება ნეიტრალიტეტზე „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყოს საუბარი, როდესაც კონსტიტუციაში თავად შეიტანა ეს ჩანაწერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*