„საქართველოს სჭირდება მშვიდობა“ – ფრიდონ ინჯია

🔹 „საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არ გაიჭყლიტოს დიდი მონსტრების ომში“ – ფრიდონ ინჯია.

🔹 „საქართველოს სჭირდება მშვიდობა“ – ფრიდონ ინჯია.

„ის, რაც დღეს ხდება, კერძოდ, მოსახლეობის ზომბირება, არის სრული მოღალატეობრივი მიდგომა. ისეთი სიტუაცია, როგორიც დღეს საქართველოშია და ასეთი მტრები, როგორიც დღეს საქართველოს ჰყავს, მე არ მგონია ჰყოლოდა ბოლო 10 საუკუნე მაინც“. ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში გადაცემა – „დღის კომენტარში“ სტუმრობისას.

🔹 მისი თქმით, აქ საუბარია იმაზე, რომ როგორმე ნაკლები ზარალი მიიღოს საქართველომ და ის დონე, რომელიც იყო ქვეყნის ეკონომიკაში გასულ წელს, ან თუნდაც წლის დასაწყისში, იყოს შენარჩუნებული.

„თუ არ იქნება პური, პროდუქტები და მოსახლეობას არ ექნება საშუალება იცხოვროს, ქვეყანაში იქნება არეულობა და ზუსტად ეს უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“. დღეს, უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი უფრო კარგად გამოჩნდა”, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის კანდიდატ წევრობასთან დაკავშირებით, არ აწყობს იგივე ოპოზიციას და საქართველოს ხელისუფლებამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად.

🔹 „ქვეყანა ამისთვის უნდა იყოს მზად. მას უნდა ჰქონდეს საამისოდ ძალა, რომ გაუძლოს სირთულეებს. სწორედ ეს არ აწყობს ოპოზიციას, რომელსაც უნდა არეულობით თავისი მიიღოს. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მხოლოდ ერთი სურვილი – იყოს პირველი, სხვა პოზიცია მათთვის მიუღებელია. ამისთვის კი, ისინი მზად არიან ყველაფრისთვის. ამისთვის ისინი ყველაფერზე მოაწერენ ხელს. მათ პირველ რიგში სურთ აქ ომი, რომ ამ პროცესებში ჩაერთოს საქართველო, მაშინ სულ სხვა რიტორიკა ექნებათ მათ“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

მისი თქმით, „რა სჭირდება საქართველოს? საქართველოს სჭირდება ომი, როგორც ისინი მოუწოდებენ, თუ მშვიდობა?

„საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არ გაიჭყლიტოს დიდი მონსტრების ომში“. ამაში ორი აზრი არ არსებობს, რომ ჩვენ გვჭირდება მშვიდობა“, – დასძინა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 „ჩვენ არავითარი ძალა არ გვაქვს, ჩვენ ვართ ისეთ ადგილას, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა. საქართველო არის მნიშვნელოვან ადგილას გეოპოლიტიკურად და ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ამიერკავკასიაში, და როგორმე ეს უნდა შევინარჩუნოთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, უნდა ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვა. სამწუხაროა, რომ ისტორიის გაკვეთილებიდან ბევრმა დასკვნა ვერ გამოიტანა. მათ კიდევ უნდათ ომში გადაგვჩეხონ, კიდევ დაგვაკარგვინონ ტერიტორიები ის, რაც გვაქვს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*