სლოგანები: „მშვიდობის ქალაქი“ და „მშვიდობის ქვეყანა“ შეიძლება არ მოსწონდეთ მხოლოდ მათ, ვისაც დესტაბილიზაციის გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ – ფრიდონ ინჯია

📍 სლოგანები: „მშვიდობის ქალაქი“ და „მშვიდობის ქვეყანა“ შეიძლება არ მოსწონდეთ მხოლოდ მათ, ვისაც დესტაბილიზაციის გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ – ფრიდონ ინჯია

🔹 „ვისაც უნდა ხელისუფლების შეცვლა საქართველოში და არ შეუძლია ამის არჩევნების გზით განხორციელება, რჩება ერთადერთი გზა – დესტაბილიზაცია. დესტაბილიზაცია შესაძლებელია მაშინ, როდესაც ხდება კატაკლიზმები, და შენ ომის მხარედ გამოდიხარ“.

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

🔹 დეპუტატის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით, ის რუსეთის კვალს ვერ ხედავს სლოგანებში „მშვიდობის ქალაქი“ ან „მშვიდობის ქვეყანა“, რადგან რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში, და ის მშვიდობის ქვეყანა, ამ შემთხვევაში, არ არის. ამასთანავე, თუ საქართველოში მშვიდობა არ იქნება, არც ის ეკონომიკური ზრდა იქნება, რომელიც ბევრი სხვა სახელმწიფოსთვის მიმზიდველია დღეს.

🔹 „თქვენ წარმოიდგინეთ, რუსის ჯარი დგას, ზოგიერთ ადგილას, 150 მეტრში ცენტრალური მაგისტრალიდან, და იქ სამხედრო ხელმძღვანელობიდან ვიღაცას თავში რომ მოუვიდეს და გადმოიწიოს 150 მეტრით, საქართველო აღმოჩნდება ორად გაყოფილი… აღმოსავლეთ საქართველო კიდევ შეიძლება გაიყოს, დასავლეთ საქართველო ისედაც გაყოფილია. სწორედ ეს იქნება ის დესტაბილიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს დაინტერესებულ პირებს ხელში ჩაიგდონ ქვეყანა. ამიტომ ეს სლოგანი და ის მშვიდობა, რომელიც არის საქართველოში, მიმზიდველია ყველა ქვეყნისთვის ჩვენს სამეზობლოში. კავკასიის რეგიონში არის სახელმწიფო, სადაც 2008 წლის შემდეგ ომი არ ყოფილა. დღეს საქართველოში ყველაზე დასაფასებელია სიმშვიდე – ქალაქში გადიხარ და შიში არ გაქვს, რომ განგაშის სირენა ჩაირთვება, და სადღაც თავშესაფარი უნდა ეძებო, ან შუქი და წყალი არ გექნება, ვერ წახვალ, სადაც გინდა… ეს არის მდგომარეობა, რომელზეც ბევრი ქვეყანა დღეს ოცნებობს“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*