უკრაინაში ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მე განვაცხადე პარლამენტის ტრიბუნიდან რომ ჩვენს მოძმე უკრაინას შეესრულებინა მინსკის ხელშეკრულება მაშინ ჯერ კიდევ იყო საშუალება რომ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება არ მომხდარიყო

🔹 „უკრაინაში ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მე განვაცხადე პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ ჩვენს მოძმე უკრაინას შეესრულებინა მინსკის ხელშეკრულება, მაშინ ჯერ კიდევ იყო საშუალება, რომ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება არ მომხდარიყო“

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

🔹 „როცა ომო დაიწყო 24 თებერვალს, ორი კვირით ადრე ამ შენობიდან განვაცხადე, რომ მინსკის ხელშეკრულება შეესრულებინა ჩვენს მოძმე უკრაინას. ამის შემდეგ, ერთი კვირით ადრე, მე და ჩემმა კოლეგამ ავთანდილ ენუქიძემ (პარლამენტის ვიცე-სპიკერი) კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ამის შესახებ. მაშინ იყო კიდევ საშუალება იმისა, რომ აღიარებითი აღიარებები დონეცკისა და ლუგანსკის არ ყოფილიყო, მაგრამ ეხლა სხვა მდგომარეობაა, სხვანაირად შეტრიალდა ყველაფერი, განადგურებულია ქალაქები, რომ შეხედავ ცრემლი მოგადგება თვალებზე. არ მინდა მე, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*