უნდა მივიღოთ კანონი ცილისწამებაზე, შეურაცხყოფაზე, სამშობლოს ღალატზე – ფრიდონ ინჯია

👉 უნდა მივიღოთ კანონი ცილისწამებაზე, შეურაცხყოფაზე, სამშობლოს ღალატზე, დავიცვათ ის რასაც რწმენა ჰქვია, იქნება ეს ჩვენი ქრისტიანული, თუ ჩვენი ძმების მუსლიმთა, ან საქართველოში საუკუნეების განმავლობაში მცხოვრებ ხალხთა რწმენა.

👉 ამნისტირება კანონით უნდა აიკრძალოს იმ მსჯავრდებულ პირებზე, რომლებსაც მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი და განაჩენი უკვე ძალაშია შესული. ეს იქნება, ქვეყნის ღალატი ან მსგავსი დანაშაული. ასევე, ის გაუგონარი დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს იმ არაადამიანებმა მონაზვნის მიმართ, ან ეს შეიძლება ეხებოდეს ჩვენი რწმენის შეურაცხყოფას, ან ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს.

🔹 „კოლეგებო, ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, ჩვენ კარგად გვახსოვს ბახტრიონის ბრძოლის მიზეზი, ყველამ კარგად იცით, თუ რა მოჰყვა ამ ფაქტს. ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია ეს. კინოფილმებიც კია გადაღებული.

🔹 ცხრამუხის მონასტრის მონაზვნის მიმართ განხორციელებულმა გაუგონარმა ძალადობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ეს ყველაფერი განაპირობა იმ ფსევდოლიბერალურმა პოლიტიკამ, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს დღესაც ჩვენი ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვით.

🔹 ის ორი ნაძირალა ხომ 40 წლამდე ვაი მოქალაქეები არიან ჩვენი ქვეყნის. ნახეთ როგორ არხეინად, უტიფრად, თავდაჯერებულად ისხდნენ ისინი სასამართლო სხდომაზე. თითქოს და არაფერი არ მომხდარა. ამ დროს ისინი ჩვენთან ცხოვრობდნენ, ქორწილებში დადიოდნენ, დადიოდნენ პანაშვიდებზე, ჰყავთ მშობლები, დები, ძმები, შეიძლება შვილებიც ჰყავთ.

🔹 შედეგად მივიღეთ რა: გრძელდება ანტიეკლესიური კამპანია. საპატრიარქოს პრესსამსახურის მხრიდან ლოგიკურ და დასაბუთებულ მსჯელობას ფსევდო ლიბერალებმა ორკესტრირებული შტურმით უპასუხეს. გამოდის, რომ მხოლოდ ეგრეთწოდებულ პარტიულ ჟურნალისტურ „კასტას“ შეუძლია ილაპარაკოს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე და ამ დროს დედა ეკლესიის წარმომადგენლებს, რომელთა მიმართაც სიყვარული და ნდობა ჩვენს ქვეყანაში განუსაზღვრელია, არ აქვთ საშუალება გამოხატონ საკუთარი აზრი და პოზიცია.

🔹 იმუქრებიან საპატრიარქოს გადაბუგვით, არნახული ზეწოლაა ღვთის მსახურთა მიმართ.

🔹 კოლეგებო, რა უბედურების მომტანია ეს ყველაფერი ყველასთვის გასაგები უნდა იყოს და ამიტომ, სანამ დროა, უნდა მივიღოთ კანონი ცილისწამებაზე, შეურაცხყოფაზე, სამშობლოს ღალატზე. დავიცვათ ის, რასაც რწმენა ჰქვია, იქნება ეს ჩვენი ქრისტიანული, თუ ჩვენი ძმების მუსლიმთა, ან საქართველოში საუკუნეების განმავლობაში მცხოვრებ ხალხთა რწმენა.

🔹 ამნისტირება კანონით უნდა აიკრძალოს იმ მსჯავრდებულ პირებზე, რომლებსაც მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი და განაჩენი უკვე ძალაშია შესული“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*