უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება გაფართოებულ ფორმატში მიზანშეწონილი არ არის – ფრიდონ ინჯია.

📍 უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება გაფართოებულ ფორმატში მიზანშეწონილი არ არის – ფრიდონ ინჯია.

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს უშიშროების საბჭოს სხდომის გაფართოებულ ფორმატში მოწვევას.

🔹ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პარლამენტში ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ უშიშროების საბჭოს სხდომის გაფართოებულ ფორმატში მოწვევაზე გაამახვილა ყურადღება.

🔹 „უშიშროების საბჭოს აქვს თავისი ფორმატი და მას შეუძლია ნებისმიერი თანამდებობის პირი მოიწვიოს სხდომაზე. ასე, რომ გაფართოებულ ფორმატში მსჯელობას, უშიშროების საბჭო არ ითვალისწინებს და ვფიქრობ, რომ არც არის ეს სასურველი“ – განაცხადა ბიუროს სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 რაც შეეხება ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში არსებულ დღევანდელ მდგომარეობას, ფრიდონ ინჯიას თქმით, არ არის გამორიცხული, რომ შემოდგომაზე იქნება ეს თუ წლის ბოლოსთვის, ქვეყანაში ვითარება გარკვეულწილად კრიზისული გახდეს.

🔹 „ეს სურსათის უზრუნველყოფა იქნება, თუ სხვა საკითხები, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ აქედანვე იზრუნოს ამ თემებზე, რადგანაც არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს გაუთვალისწინებელი მომენტები. მე მქონდა წინადადება შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებს.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის წინადადებას, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად ბრიუსელში საქართველოდან ერთობლივი დელეგაციის ვიზიტის შესახებ.

🔹 „მიმაჩნია, რომ ეს წინადადება თავშივე მკვდრად შობილი თემაა, რადგანაც ევროპაში მმართველი პარტია დადის თავისი გუნდის წარმომადგენლებთან, ხოლო ოპოზიცია კი, თავის გუნდთან. ამიტომ, მე ვერ წარმომიდგენია, ეს ორი გუნდი როგორ დაიცავს ერთობლივად იმ ინტერესებს, რასაც ქვეყნის ინტერსები ჰქვია. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ამ სიტუაციაში მე მკვდრად შობილად მიმაჩნია“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*