ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა საქართველოდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე, საქართველოდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის.
🔹 „ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მე მაღელვებს ერთი საკითხი. ჩვენ ვეხმარებით ყველას ვინც ჩვენთან ჩამოდის, განსაკუთრებით უკრაინიდან ლტოლვილ ხალხს, მეც ვიღებ ამაში მონაწილეობას და ვაკეთებთ ყველაფერს. ყველაფერი სალაპარაკო არ არის… ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ლტოლვილები, რომლებიც ბრუნდებიან უკან, საქართველოში აწყდებიან იურიდიულ-სამართლებრივ სირთულეებს. ბევრს სურს, რომ დაიბრუნოს მოქალაქეობა და ვერ იბრუნებს. დაიბადა აფხაზეთში, მოუწია წასვლა აფხაზეთიდან, დედა, მამა და ყველა საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ იმის გამო, რომ შვილმა არ იცის ქართული ან, ცუდად ფლობს ქართულ ენას, ის ვერ ბრუნდება საქართველოში და ვერ იღებს საქართველოს მოქალაქეობას“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ. 🔹 მისი თქმით, „ევროპელ სოციალისტებს“ ამ თემასთან დაკავშირებით ჰქონდათ შეხება პრეზიდენტის აპარატთან და მისასალმებელია, რომ გარკვეული ხედვები ამ საკითხთან მიმართებაში ერთმანეთს დაემთხვა.
🔹 „ჩემი აზრით, მათთვის ხელის არშეწყობა დანაშაულს უდრის. ჩვენ ფეხზე უნდა დავდგეთ და ეს ურთულესი მდგომარეობა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის გამაგრებისთვის, გაძლიერებისთვის. აი, ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*