ფრიდონ ინჯიას გამოსვლა პარლამეტის პლენარულ სხდომაზე

15.02.22

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ფარმაცევტული საწარმოს შექმნით. სხვა შემთხვევაში, თუნდაც (GMP) ის სტანდარტების ქვეყანაში დანერგვა, წამლებზე ფასების გაიაფებას ხელს ვერ შეუწყობს.


🔹 ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


🔹 „მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ წამლები შემოვიდეს თურქეთიდან, გარკვეულწილად მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია (GMP) ის სტანდარტების ქვეყანაში დანერგვა, მაგრამ ყველაზე მთავარი და აუცილებელი, ჩემი აზრით, სახელმწიფო ფარმაცევტული საწარმოს შექმნაა, რაც შესაძლებელს გახდის წამლებზე ფასების შემცირებას.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნა, რომ სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობასთან და სოციალური საკითხების მოწესრიგებასთან პირდაპირ კავშირშია.

🔹 „ის ფაქტი, რომ თურქეთში წამლები იაფია, ადგილობრივი წარმოების დამსახურებაა. სწორედ ამიტომაც არის თურქეთში წამლები იაფი. საქართველოში, რომ არსებობდეს თუნდაც, ერთი სახელმწიფო ფარმაცევტული საწარმო, ის მონოპოლია, გარიგების ის დონე, რომელიც არსებობს ქვეყანაში, ერთჯერადად შემცირდებოდა.“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ .


🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მოუწოდებს მმართველ ძალას, ხელისუფლებას, ქვეყანაში შეიქმნას სახელმწიფო ფარმაცევტული საწარმო.


🔹 „მე მოგიწოდებთ, მმართველ პარტიას, ხელისუფლებას, რომ შეიქმნას სახელმწიფო ფარმაცევტული საწარმო, რომელიც გამოუშვებს ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებს, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს მოსახლეობას, რაზეც იმპორტიორები, რომლებსაც მონოპოლიზირებული აქვთ ბაზარი, ხედავენ ყველაზე დიდ მოგებას. ეს არის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი ჩვენი მოსახლეობის გადასარჩენად“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.


🔹 მისი აზრით, სახელმწიფო ფარმაცევტული საწარმო შეიძლება იყოს ან ეკონომიკის, ან ჯანდაცვის სამინიტროს ფრთის ქვეშ, თუმცა, ფრიდონ ინჯია თვლის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს უფრო მეტად შეუძლია განსაზღვროს თუ რა წამლებია საჭირო, რა არის მოთხოვნადი მედიკამენტები, თუ რა ჭირდება ჩვენს მოსახლეობას.

🔹 „სწორედ, სახელმწიფო ფარმაცევტული საწარმოს შექმნა იქნება საქმის გადაწყვეტა და პრობლემის გადაჭრა. სწორედ ეს მოგვიტანს შედეგად წამლების გაიაფებას. (GMP) ის სტანდარტების ქვეყანაში დანერგვა კარგია, მაგრამ წამლების გაიაფებასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. გაიაფება შეიძლება მხოლოდ სახელმწიფო ფარმაცევტული საწარმოს შექმნით.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*