ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით 500-ლარიანი დახმარების გაცემის თაობაზე სოფლად მყოფი იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც 2023 წელს შვილი შეეძინებათ

👉 ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით 500-ლარიანი დახმარების გაცემის თაობაზე სოფლად მყოფი იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც 2023 წელს შვილი შეეძინებათ

🔹 ვისთვის ხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მაშინ როცა საქართველოს სოფლები დაცლილია, ხოლო საქართველოს 1 მილიონამდე მოქალაქე, მათ შორის სტუდენტები და შრომისუნარიანი მოსახლეობა საზღვარგარეთ არის გადახვეწილი.

🔹 ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და გამოთქვა ინიციატივა 500-ლარიანი დახმარების გაცემის თაობაზე სოფლად მყოფი იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც 2023 წელს შვილი შეეძინებათ.

🔹 „მთელი მასმედია და დღეს პარლამენტიც საუბრობს, როგორც მე ვფიქრობ, მეორეხარისხოვან საკითხებზე: თავსმოხვეულ კანდიდატობის სტატუსზე, 12-პუნქტიან მოთხოვნებზე; ვინ იქნება სახალხო დამცველი და როგორ შევთანხმდეთ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე, თუ ვერ შევთანხმდით, ეს უკვე შემდეგი სასაუბრო თემა იქნება; ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე; ვსაუბრობთ ომზე იმ დიდ ქვეყნებს შორის, რომელიც ევროპასა და მთელს მსოფლიოშია გაჩაღებული; ვსაუბრობთ დეოლიგარქიზაციაზე და გვინდა ერთი მეცენატი პიროვნება როგორმე გავაქციოთ ქვეყნიდან, ნაცვლად იმისა, რომ მოვიზიდოთ შეძლებული ადამიანები. ამ დროს რას წარმოადგენს საქართველო დღეს? დაახლოებით 3 700 000 მოსახლეობაა, აქედან 1 მილიონამდე ადამიანი, მათ შორის სტუდენტები და სამუშაოს მაძიებლები გადახვეწილი არიან სამშობლოდან, და კაცმა არ იცის, დაბრუნდებიან თუ არა. 2021 წლის მონაცემებით, გარდაცვალება 15 000-ით აღემატება შობადობას – გარდაიცვალა 60 000 ადამიანი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს სოფლები დაცლილია ახალგაზრდებისგან, შრომისუნარიანი მოსახლეობისგან, მაშინ როცა აქ ხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

🔹 „ვაშენებთ ინფრასტრუქტურას, გაგვყავს გზები, გაზი, ელექ ტროენერგია, წყალი… ვისთვის ვაკეთებთ ამას, თუ ჩვენ მოსახლეობა არ გვეყოლება? მე მიმაჩნია, დღეს ყველაზე მთავარი არის მოსახლეობის სოფლად დამაგრება, შობადობის გაზრდა და ხელშეწყობა, ასევე მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. სხვაგვარად ეს ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ხვალ“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისი თქმით, სოფლად ერთი ბავშვის გაზრდაზე ოჯახს დაახლოებით 500 ლარი სჭირდება.

🔹 „გავაკეთოთ ისე, რომ 2023 წელი იყოს შობადობის გაზრდის წელიწადი, დავეხმაროთ 500 ლარით იმ ოჯახებს, სადაც 2023 წელს ბავშვი დაიბადება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*